იგი გულისხმობს ხარისხის შეფასებას იმ კუთხით, თუ რამდენად შეესაბამება კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მახასიათებლები მისი მომხმარებლის საჭიროებებს.

ღირებულებაზე დაფუძნებული შეხედულების გარკვეულწილად სტრუქტურირებისთვის, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის წარმომადგენელმა, დევიდ გერვინმა (David Garvin) განსაზღვრა 8 პარამეტრი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეძლებს შეაფასოს პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხი:

  1. ძირითადი დანიშნულება (Performance) - რა არის პროდუქტის ან მომსახურების ძირითადი, საბაზისო ოპერაციული მახასიათებლები?
  2. თავისებურებები/ ექსტრა მახასიათებლები (Features) - საბაზისო მახასიათებლების გარდა რა დამატებითი ელემენტები და მახასიათებლები გააჩნია პროდუქტს/მომსახურებას?
  3. სანდოობა (Reliability) - გაფუჭების დაბალი ალბათობა, სხვა სიტყვებით: რამდენი ხანი შეიძლება შეინარჩუნოს პროდუქტმა მდგრადობა ისე, რომ არ დასჭირდეს შეკეთება?
  4. ხანგრძლივობა (Durability) - რამხელაა პროდუქტით სარგებლობის პერიოდი? რამდენად მდგრადია პროდუქტი, მისი გახანგრძლივებული ვადით გამოყენების პირობებში?
  5. შესაბამისობა (Conformance) - შეიქმნა თუ არა პროდუქტი, ან მოხდა თუ არა მომსახურების გაწევა სპეციფიკაციების შესაბამისად?
  6. ესთეტიური მახასიათებლები (Aesthetics) - რამდენად აღქმადია პროდუქტის ესთეტიური მახასიათებლები/თვისებები (ჟღერადობა, გარეგნული იერსახე, გემოვნება ა.შ)
  7. შეძენის შემდგომი სერვისების ხელმისაწვდომობა (Serviceability) - რამდენად მარტივია პროდუქტის შეკეთება, მისი ხარისხის შენარჩუნება ან რამდენად ხელმისაწვდომია შეძენის შემდგომ საჭირო სერვისების კუთხით მხარდაჭერა?
  8. ხარისხის აღქმადობა (Perceived quality) - როგორია პროდუქტის ან მომსახურების იმიჯი და რეპუტაცია?

შეუძლებელია ზემოთ აღნიშნული ყველა პარამეტრის გამოყენება ყველა შემთხვევაში. თითოეული მათგანის მნიშვნელობა, ყველა მომხმარებლისთვის განსხვავებულია. შესაბამისად, გერვინის ჩამონათვალი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ხარისხის სტრუქტურირების პირველადი ფორმატი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს, ხარისხის სხვა ტიპის პარამეტრებიც, რომლებიც სპეციფიურია ბიზნეს სიტუაციების მიხედვით.