თქვენი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის შინაარსზე ფიქრისას, იმაზეც იფიქრეთ, რა სახის ინფორმაცია დაეხმარება თქვენს ადრესატებს თავისი საქმის უკეთ კეთებაში, რა გახდის მათ უფრო გონიერს თავიანთ სფეროში. მიეცით მათ შიდა ინფორმაცია, რომლის მიღებაც ადრე არ შეეძლოთ, ან მიიღეს ნაადრევად. არსებითად, რა სძენს მათ დღეებს მნიშვნელობას? მიეცით და წაიკითხავენ.

უბრალოდ ნუ გადაამღერებთ იმას, რასაც ყველა სხვა წერს და ამბობს. უსმინეთ თქვენს კლიენტებს, უსმინეთ მათ საერთო კითხვებს, უსმინეთ, რა არ ესმით და შემდეგ განიხილეთ ეს საკითხები ბიულეტენში. ამ სტრატეგიის გამოყენება გახდის თქვენს ბიულეტენს მათი ცხოვრებისთვის შესაბამისს.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი