ინოვაციის გარკვეულ ტიპებად დაყოფას მხოლოდ სამეცნიერო ხასიათი აქვს, თუმცა იმის მიხედვით თუ რა ტიპის ინოვაციის ავტორია ესა თუ ის კომპანია, ან პიროვნება მარტივია შემდგომში განვითარების სწორი სტრატეგიის დასახვა.

ჩვენ, ორი ძირითადი ტიპის ინოვაცია განვიხილოთ:

  1. Disruptive innovation /რევოლუციური ინოვაცია
  2. Sustaining innovation / მდგრადი ინოვაცია

Disruptive innovation /რევოლუციური ინოვაცია - ინოვაციის ეს ტიპი 1995 წელს ჰარვარდ ბიზნეს რევიუს გვერდებზე გამოჩნდა, როგორც მძლავრი გზა ინოვაციაზე მუშაობისა და კომპანიის ზრდის. ბევრი მცირე ბიზნესისა წარმომადგენლები ასახელებენ მას, როგორც - მათი მიმართულების მიმცემს, ისევე როგორც დიდი კომპანიის წარმომადგენლები (Intel, Salesforce.com etc.).

Sustaining innovation / მდგრადი ინოვაცია - ინოვაციის ტიპია, რომლის მთავარი მიზანიც ბაზარზე ცვლილებების დანერგვაა, ანუ გულისხმობს არსებული პროდუქტის ან გადაჭრის გზის გაუმჯობესებას და მის დანერგვას.

თუმცა როგორც ხდება ხოლმე, რევოლუციური ინოვაცია, რიგ შემთხვევებში არასწორად ესმით და შესაძლოა, ყველაფერი მას მიაწერონ, მოარგონ ყველა სიტუაციას და ბაზარზე ნებისმიერი სახის ცვლილება Disruptive innovation-ად ჩათვალონ.

პრობლემა როგორც წესი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა სახის ინოვაცია განსხვავებულ სტრატეგიულ მიდგომებს მოითხოვს. გამოცდილება, რომელიც რევოლუციური ინოვაციის შექმნისას და მართვისას მივიღეთ, ვერ მოერგება მდგრად ინოვაციას, ან ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ბაზარზე ცვლილებები დანერგა. კარგად რომ ავხსნათ, ტერმინი „Disruptive” აღწერს პროცესს, როდესაც მცირე კომპანიას, მცირე რესურსით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს და გამოიწვიოს დიდი კომპანიები. როგორც წესი სფეროს ლიდერები ორიენტირებული არიან მათი საუკეთესო პროდუქტის და მომსახურების დახვეწაზე და ფიქრობენ ყველაზე მომგებიანი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ასეთ შემთხვევაში ისინი აფართოვებენ მომხმარებლის გარკვეული სეგმენტის საჭიროებებს და იგნორირებას უკეთებენ დანარჩენებს. ახალი, მცირე კომპანიები კი რომლებიც Disruptive კონცეფციას იყენებენ, წარმატებით აკეთებენ აქცენტს ამ „იგნორირებულ“ სეგმენტზე მათთვის მოსახერხებელი და ნაკლები ღირებულების პროდუქტის შეთავაზებით. შესაბამისად წინსვლის შემდგომ იღებენ მოგებას, უფრო მაღალი მოთხოვნის მქონე სეგმენტისგან. სწორედ მაშინ, როდესაც ბაზრის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ახალი, მცირე კომპანიის პროდუქტის მოხმარებას დაიწყებს ადგილი აქვს ბაზრის „დარღვევას“ / Disruption.

ინოვაცია ასევე შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ტიპად მისი შექმნის “რეცეპტისა” და საბოლოო სახის მიხედვით. მსოფლიო მასშტაბით წარმატებულ თუ წარუმატებელ კომპანიებსა და ბიზნეს იდეებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეული შაბლონური “ფორმულები”, რის მიხედვითაც შესაძლოა იქმნებოდეს ინოვაციური ბიზნეს იდეები.