ძირითადი ტექსტი, რომელიც ასევე ცნობილია სავაჭრო ტექსტის სახელით, არის ის, სადაც შემოთავაზებას დეტალურად განმარტავთ. მაგრამ ისევე, როგორც კარგი ბეჭდური რეკლამის ყველა სხვა კომპონენტი, მთავარი ტექსტიც უნდა იყოს მოკლე ან შესაძლოა, სულაც უარი თქვათ მასზე. კარგი რეკლამა მთავარი ნაწილის გარეშე, მხოლოდ კარგად დაწერილი სათაურისა და ძლიერი ქვესათაურის ხარჯზეც შეიძლება იყოს წარმატებული.

ნუ გექნებათ მკითხველის მხრიდან აღტაცების ან დიდი დაინტერესების იმედი (90%-ის შემთხვევაში განცხადების მთავარი ნაწილი წაუკითხავი რჩება). მკითხველს არა აქვს იმდენი დრო, რომ მიღებული ზღვა ინფორმაცია ყურადღებით შეისწავლოს.

სათაური, გარეგნული მხარე და ძირითადი ტექსტის საწყისი ხაზი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. მკითხველი უფრო გაიგებს თქვენს რეკლამას, თუ სათაური და გარეგნული მხარე ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნება. თუ ბეჭდური ქვესათაური სათაურსა და გარეგნულ მხარეს ერგება, ის კიდევ ერთ ფაქტორად იქცევა, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს რეკლამაზე მკითხველის ყურადღება შეაჩეროთ.

რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი