ბიზნეს-მოდელი გვიჩვენებს, რა პრინციპით ქმნის, აწვდის, და მოიპოვებს ღირებულებას ორგანიზაცია.

„ინოვაციურ ბიზნეს-მოდელირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის, შეხვედრის ან სემინარის ათვლის წერტილია საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბება ბიზნეს-მოდელის არსის შესახებ. ჩვენ გვესაჭიროება ბიზნეს-მოდელის კონცეფცია, რომელიც ყველას ესმის: ისეთი, რომელიც გვეხმარება, აღვწეროთ და განვიხილოთ ბიზნეს-მოდელი. საჭიროა, დავიწყოთ ერთი და იმავე წერტილიდან, რათა ვისაუბროთ ერთსა და იმავე საგანზე. მთავარი ამოცანაა მარტივი, შესაფერისი და თუნდაც ინტუიციურად გასაგები კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც ამავდროულად, ზედმეტად არ გაამარტივებს საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს... დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ბიზნეს-მოდელის აღწერა ყველაზე უკეთ შესაძლებელია მისი ცხა შემადგენელი ნაწილით, მოდულით, რომელიც გვიჩვენებს, რა პრინციპით გეგმავს კომპანია მოგების მიღებას. ცხრა მოდელი მოიცავს ბიზნესის საქმიანობის ოთხ მთავარ მიმართულებას: მომხმარებლებს, შეთავაზებას, ინფრასტრუქტურას და ფინანსურ ეფექტიანობას. ბიზნეს-მოდელი წააგავს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ორგანიზაციული სტრუქტურების, პროცესებისა და სისტემების მეშვეობით ხორციელდება“ - ალექსანდერ ოსტერვალდერი.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/3149fbc6-e503-4eb1-a1d0-c8dd0862feaf/Untitled.png

ასე გამოიყურება ბიზნეს მოდელის ტილოს 9 სტრუქტურული ერთეული:

მომხმარებლის სეგმენტები - მოცემულ ნაწილში უნდა გაიწეროს სტარტაპის მომხმარებლის სეგმენტი, რომელთა მომსახურებასაც აპირებენ დამფუძნებლები. მნიშვნელოვანია, რომ სეგმენტი გაიწეროს ზუსტად იმ დეტალიზაციით, როგორც მომხმარებლის სეგმენტაციაზე მუშაობისას მოხდა მათი დაყოფა

ფასეული შეთავაზება - ე.წ შეთავაზებული ფასეულობა (Value proposition) განსაზღვრავს, თუ რატომ ამჯობინებენ მომხმარებლები ერთ კომპანიას მეორეს. იგი მომხმარებლებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში ან მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. თითოეული ფასეული შეთავაზება პროდუქტების/სერვისების გარკვეულ ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელთა სეგმენტის მოთხოვნების აკმაყოფილებს. ზოგიერთი ფასეული შეთავაზება, შესაძლოა ინოვაციური და რევოლუციური იყოს. სხვა, შესაძლოა, ბაზარზე არსებულს ჰგავდეს, დამატებითი მახასიათებლებითა და თვისებებით.

არხები - კომუნიკაციის გავრცელებისა და გაყიდვის არხები მომხმარებლებთან კომპანიის ურთიერთობის სისტემას ქმნის. ამ ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: რომელ არხებს ანიჭებენ ჩვენი მომხმარებელთა სეგმენტები უპირატესობას? როგორ ვუკავშირდებით მათ? როგორ არის ჩვენი არხები ერთმანეთთან შეკავშირებული? რომელი არხები მუშაობს ყველაზე კარგად? - მარტივად რომ ვთქვათ არხები არის იმ გზები, რითაც ჩვენს პროდუქტს ხელმისაწვდომს ვხდით მომხმარებლისთვის.

ურთიერთობა მომხმარებლებთან - კომპანიამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს რა სახის ურთიერთობა სურს მომხმარებელთა თითოეულ სეგმენტთან. მიზნები რომლებიც ამ ურთიერთობებს განსაზღვრავს მრავალგვარია, მათ შორის:

  1. შემოსავლის წყაროები - არის ფულადი სახსრები, რომელსაც კომპანია მომხმარებელთა თითოეული სეგმენტისგან იღებს (მოგების საანგარიშებლად შემოსავლებს ხარჯები უნდა გამოვაკლოთ). თუკი მომხმარებელი ბიზნეს-მოდელის „გულია“, შემოსავლის წყაროები მის „არტერიებს“ წარმოადგენს. კომპანიამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა ღირებულების სანაცვლოდა მზად მისი მომხმარებლის თითოეული სეგმენტი, ფული გადაიხადოს ?

ბიზნეს -მოდელს შესაძლოა ორი განსხვავებული ტიპის შემოსავლის წყარო ჰქონდეს:

ძირითადი რესურსები - აღწერს ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნეს-მოდელის ფუნქციონირებისთვის.

ყველა ბიზნეს-მოდელს ესაჭიროება რესურსები, რომელთა მეშვეობითაც ის ქმნის ფასეულ შეთავაზებას, პროდუქტს, გადის ბაზარზე და ემსახურება მომხმარებელს. იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის სტარტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რესურსებიც განსხვავებულია.

ძირთადი რესურსები შეიძლება იყოს: მატერიალური, ფინანსური, ინტელექტუალური ან ადამიანური. კომპანია ძირითად რესურსებს შეიძლება ფლობდეს, ქირაობდეს ან ძირითადი პარტნიორებისგან იღებდეს.