პროექტით დაინტერესებულ პირთა სია მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ სიის შედგენას უნდა შეუდგეთ დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც დაიწყებთ პროექტის განხორციელებაზე ფიქრს. ჩამოწერეთ ყველა, ვინც გაგახსენდებათ; პროექტის სხვებთან განხილვისას მათაც ჰკითხეთ, თუ ვინ შეიძლება დაინტერესდეს პროექტით ან ვისზე შეიძლება პროექტმა გავლენა მოახდინოს. შეაჯერეთ თქვენი და მათი მოსაზრებები და შეადგინეთ პროექტთან დაკავშირებულ პირთა პატარა ჯგუფი. მოაწყვეთ ფორმალური განხილვა. განაგრძეთ სახელების სიაში ჩამატება და ამოღება, სანამ არ შეაჯერებთ მოსაზრებებს და არ შეადგენთ საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სიას.

პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი