პერსონალური ბრენდი ასახავს პირად რეპუტაციას. ამ ტიპის ბრენდი ერთმანეთისგან განასხვავებს ცალკეულ პირებს იმის მიხედვით, ვინ არიან ისინი, რას წარადგენენ, რას აკეთებენ უკეთესად და რა დამსახურება აქვთ მსოფლიოს წინაშე.

თუკი ადამიანებმა იციან თქვენი სახელი და გიცნობენ გარეგნულად, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბრენდი მათ გონებაშია ჩაბეჭდილი. ამის დასადასტურებლად გაიხსენეთ რომელიმე თქვენი ნაცნობის სახელი და ყურადღება მიაქციეთ, რა აზრები ამოტივტივდება თქვენს გონებაში ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს აზრები წარმოადგენს ამ პიროვნების ბრენდის იმიჯს. ადამიანს, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, შეიძლება – დიდი რეგალიები აქვს, თუმცა, შესაძლოა, პირველი, რაც მასზე გაიფიქრეთ, იყოს – „ის ყოველთვის იგვიანებს“. ამ შემთხვევაში მისი ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი – დაგვიანებაა. დადებითი კუთხით თუ მივუდგებით, შეიძლება იფიქროთ: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებს, ოქროდ იქცევა“; მაშინ ამ პიროვნების ბრენდის მთავარი მახასიათებელი – წარმატებაა.

პირადი ბრენდის განვითარებით თქვენ შეძლებთ:

ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი