მკვლევარების ბოლოდროინდელი მოხსენების თანახმად, ბანკირების 79 პროცენტი თანახმაა, რომ ხელოვნური ინტელექტი მკვეთრად შეცვლის იმ გზებს, რომლის საშუავლებითაც მიიღებენ ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ და ასევე როგორც ჩაერთვებიან მომხმარებლების მართვის საქმეში. ისინი თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველა მათი ფინანსური მომსახურების ცენტრში იქნება დანერგილი.

განვიხილოთ რამდენიმე გზა, ხელოვნური ინტელექტი როგორ აუმჯობესებს ფინანსურ ინდუსტრიას.

მომხმარებლის უკეთესი მომსახურება

სამომავლოდ ძირითადი კომუნიკაცია მოხდება ავტომატური ბოტ სისტემების საშუალებით. ეს იქნება მარტივი ფეისბუკ მესენჯერის ან ბანკის ვებ გვერდზე ჩაშენებული სისტემებით. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება დაინტერესდეთ თქვენი იპოთეკური ოფციონის, ანგარიშის ნაშთების ან სხვა საბანკო მომსახურების შესახებ. ტექნოლოგიის გაუმჯობესების პირობებში, შესაძლებელია, რომ ბოტებმა ჩაანაცვლონ მომხმარებლების ისეთი მომსახურება რომელიც ამჟამად ტრადიციული თანამშრომლების მონაწილეობით ხორციელდება. ალბათ ასევე შეუძლებელი იქნება იმის გარკვევ, მომხმარებელი ჩვეულებრივ თანამშრომელს ესაუბრება თუ ბოტს. ზემოთ ნახსენები მოხსენების თანახმად, ბანკირების დიდი უმრავლესობა თვლის, რომ უახლოეს პერიოდში ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობას ექნება ხელოვნური ინტელექტის ინტერფეისი, როგორც მათი მთავარი ინსტრუმენტი მომხმარებლებთან ურთიერთობისას. პრიორიტეტული კლიენტებისთვის, ალბათ, მაინც იარსებებს პერსონალიზებული მომსახურება, მაგრამ ყოველდღიური რუტინული მომსახურება მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მართვაში გადავა.

უფრო სანდო საინვესტიციო მომსახურება რობოტ მრჩევლებთან.

აქტივების მენეჯმენტის კომპანიები იწყებენ რობოტის მრჩევლების დანერგვას, რომელთაც შეუძლიათ შესთავაზონ ფინანსური რჩევები და პორტფელის მენეჯმენტის სერვისები ადამიანის ჩარევით ან საერთოდ მისი მონაწილეობის გარეშე. ტექნოლოგიის მონაწილეობა ნიშნავს, რომ ნაკლებია ადამიანური ფაქტორის შეცდომები და მომსახურების საფასურიც გაცილებით დაბალია. ამგვარი ტექნოლოგია მომხმარებლებს ასევე საშუალებას აძლევს შექმნან ინდივიდუალური, პერსონალური პარამეტრები, მათი საინვესტიციო მიმართულების შესაქმნელად და კონკრეტული რისკების დასაზღვევად.

ეფექტურობის ამაღლება ნაკლები დოკუმენტებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „მორგან ჩეიზმა“ დანერგა მანქანური სწავლების პლატფორმა „კოინი“ რომელმაც იურისტების ათასობით სამუშაო საათი შეამცირა. პროგრამის საშუალებით მოხდა არამარტო მილიონობით დოლარის დაზოგვა, არამედ შრომის ნაყოფიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი საშუალებით რამდენიმე წამში ხდება სესხების კონტრაქტების ანალიზი, რასაც ადრე იურისტების მთელი რიგი გუნდების დაუღალავი მუშაობა სჭირდებოდა. აღნიშნული ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაოს ეფექტურობა და მილიონობით დოლარი დაზოგა.

გაუმჯობესებული ფინანსური უსაფრთხოება.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უსაფრთხოების სისტემებს შეუძლიათ იდენტიფიცირება მოახდინონ ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებზე ან ფონდებზე შესაძლო უკანონო წვდომზე. იგი წინასწარ ახდენს სხვადასხვა სიტუაციების სიმულაციას, რა რისკები არსებობს ფინანსური დანაშაულის მოხდენის. ტექნოლოგიურმა საშუალებებმა შეიძლება წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს ფულის გათეთრების მცდელობის ან თაღლითობის ჩადენის შესაძლებლობების თავიდან აცილების გზები. მისი საშუალებით შესაძლებელია განხორციელდეს პრევენციული ზომები, რომელიც კიდევ უფრო დაცულს გახდის ერთიან სისტემას და დაგვაზღვევს მოსალოდნელი რისკებიდან.

როგორც ნებისმიერი ახალი ინოვაცია შესაძლებელია იგი რთული ასათვასებელი იყოს მომხმარებლების მხრიდან. იგივე სიტუაცია იყო ბანკომატის აპარატების შემოტანისას, რაც დღეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პირველივე რამდენიმე წარმატებული მცდელობის შემდეგ მომხმარებლების უმრავლესობა, მალევე აღიარებენ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის უპირატესობებს და საკმაოდ მალევე ადაპტირდებიან ცვლილებებზე.

ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა გამოიწვევს საფინანსო სექტორში სრულიად ახალ კადრებზე მოთხოვნას, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ტექნოლოგიებში. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სრულიდან განსახვავებული საფინანსო ინსტიტუტების შექმნა, ახალი პროფესიებით და სრულიად ახალი მომსახურების სახეობებით.

ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი