პრაქტიკაში დანერგეთ შერჩეული ბიზნესმოდელის პროტოტიპი

საქმიანობა

წარმატებისთვის სასიცოცხლო ფაქტორები

ძირითადი საფრთხეები

წიგნი `ბიზნესმოდელის შემუშავება - ინოვაციური ბიზნესმოდელების გააზრებასა და შექმნაზეა ორიენტირებული, თუმცა ჩვენ ასევე გვსურს გაგიზიაროთ რჩევები ახალი ბიზნესმოდელების დანერგვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით - მათ, ვინც აღიარებულ ორგანიზაციაშია დასაქმებული.

ბიზნესმოდელის დაპროექტების ბოლო ეტაპის მოახლოებასთან ერთად, უნდა დაიწყოთ ფიქრი მოდელის დანერგვაზე. ეს მოიცავს ყველა დაკავშირებული პროექტისა და ეტაპის განსაზღვრას, სამართლებრივი სტრუქტურების ორგანიზებას, დეტალური ბიუჯეტის შემუშავებას, პროექტის გზამკვლევის შედგენას და ასე შემდეგ. დანერგვის ეტაპი ხშირად, ბიზნესგეგმაშია ასახული, ხოლო მისი დეტალიზებული ვერსია – პროექტის მართვის დოკუმენტში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ გაურკვევლობების მართვას. აქ იგულისხმება რისკთან/სარგებელთან დაკავშირებული მოლოდინებისა და რეალური შედეგების ყურადღებით გაკონტროლება. აქ ასევე იგულისხმება იმ მექანიზმების შექმნა, რომლებიც, ბაზართან უკუკავშირის შესაბამისად, ბიზნესმოდელის ადაპტაციის საშუალებას მოგცემთ.

მაგალითად, როდესაც “სკაიპმა” წარმატებას მიაღწია და ყოველდღიურად ათიათასობით ახალი მომხმარებლის დარეგისტრირება დაიწყო, მას სასწრაფოდ დასჭირდა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც მომხმარებლებთან უკუკავშირის დამყარებისა და საჩივრებთან ეფექტიანად გამკლავების საშუალებას მისცემდა. ასეთი მექანიზმის გარეშე, მაღალი ხარჯები და მომხმარებელთა უკმაყოფილება უარყოფითად აისახებოდა კომპანიაზე.

ბიზნესმოდელებზე მუშაობა აღიარებული კომპანიის გადმოსახედიდან