მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობის კიდევ ერთი მეთოდი იმის განსაზღვრაა, თუ რა გსურთ თქვენ: ახალი მომხმარებლების შეძენა თუ ძველი მომხმარებლების შენარჩუნება და ზრდა. მარკეტინგულ პროგრამაში შეიძლება ან ერთი დომინირებდეს, ან მეორე, ან, სულაც, თანაზომიერად მუშაობთ ორივე მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი მიმართულება – ძველ კლიენტებთან მუშაობა და პოტენციურების მოზიდვა – განსხვავებული გამოწვევებით ხასიათდება. ასე რომ, ცოდნა იმისა, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მომხმარებელთა მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მე პერიოდულად ვიკვლევდი წარმატებულ მენეჯერთა საქმიანობას, ვეკითხე­ ბოდი მათ თავიანთი მარკეტინგული გამოცდილების შესახებ. აი, პირველი და ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელსაც ვსვამ: „რა საუკეთესო საშუალებას იყენებთ მომხმარებელთა მოსაზიდად?“ მე გამოვარჩიე მარკეტოლოგთა რამდენიმე პასუხი. ისინი ხშირად ამბობენ, რომ კლიენტების მოსაზიდად ყველაზე ეფექტური მეთოდებია:

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი