პიარს რეკლამისგან რამდენიმე ნიშანი განასხვავებს. ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ რეკლამისთვის ფულის გადახდა გვიწევს, პიარი კი უფასოა. როდესაც უშვებთ რეკლამას თქვენი კომპანიისთვის,თქვენ იხდით თანხას სივრცისთვის. პიარის შემთხვევაში კი, როდესაც თქვენი საინტერესო და მიმზიდველი პრესრელიზი გაზეთს თქვენს კომპანიაზე სტატიის დაწერისკენ უბიძგებს, არ იხდით თანხას ინფორმაციის გაშუქებისთვის.

რა თქმა უნდა, პიარი არ არის აბსოლუტურად უფასო. თქვენი პიარის თანამშრომლის ან გარე პიარსააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ ძვირად ღირებულ სარეკლამო კამპანიებთან შედარებით, პიარი გაცილებით ხელმისაწვდომია. ბევრ მცირე და საშუალო საწარმოს, რომელთაც შეუძლიათ თავს შეზღუდული სარეკლამო მომსახურების (შეზღუდული შედეგით) შეძენის ნება დართონ, შეუძლიათ ბევრად მეტი გააკეთონ პიარის მეშვეობით და მიიღონ საუკეთესო შედეგი – ბიუჯეტის იმ წილით, რომელსაც ისინი ფასიან რეკლამაზე ხარჯავენ.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი