ყველა დარგზე ზემოქმედებს გარეტენდენციები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბიზნესებზეც ახდენს გავლენას. მაგალითისთვის ავიღოთ ინტერნეტის პოპულარობის ზრდა, ან გარემოს დაცვის საერთაშორისო მოძრაობა. თუ ამ ტენდენციებს სწორი კუთხით შევხედავთ, ლურჯი ოკეანის შექმნის შესაძლებლობებს დავინახავთ.

კომპანიების უმეტესობა თანდათანობით და საკმაოდ პასიურად ერგება სხვადასხვა მოვლენას. მნიშვნელობა არა აქვს, ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა იქნება თუ კანონმდებლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები, მენეჯერები, როგორც წესი, მთელ ყურადღებას თავად ტენდენციის განვითარებაზე ამახვილებენ. ისინი კითხვას ასე სვამენ: რა მიმართულებით განვითარდება ტექნოლოგია? როგორ გამოიყენება მომავალში? იქნება თუ არა მასშტაბირებადი? სამომაბაზრის საზღვრების რეკონსტრუქცია სამომავლო ნაბიჯებს ისინი მათი დაკვირვების ობიექტად ქცეული ტენდენციის განვითარების შესაბამისად გეგმავენ.

მაგრამ ლურჯი ოკეანისათვის დამახასიათებელი მოწინავე იდეები იშვიათად ჩნდება ტენდენციის უბრალო პროგნოზირებიდან. პირიქით, ასეთი იდეები ეფუძნება იმის გააზრებას, თუ როგორ იმოქმედებს ტენდენცია კლიენტებისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებსა და კომპანიის ბიზნესმოდელზე. მენეჯერები უფრო აქტიურად შეძლებენ კომპანიის მომავლის ფორმირებას და ლურჯი ოკეანის შექმნისთვის ბრძოლას, თუკი პერსპექტივაში დაინახავენ, რა ფასეულობებს გვთავაზობს ბაზარი დღეს და რა შეიძლება შემოგვთავაზოს ხვალ. ხვალინდელი დღის დანახვა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ზემოთ ხსენებული მარტივი გზით სვლა, მაგრამ მომავლის განჭვრეტა შესაძლებელი გახდება, თუკი იმავე დისციპლინირებულ მიდგომას მივმართავთ. ამ შემთხვევაში ჩვენ სულაც არ ვგულისხმობთ მომავლის წინასწარმეტყველებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენ მხედველობაში გვაქვს უკვე გამოვლენილი ტენდენციების არსის წვდომა. ტენდენციებისა და დროთა განმავლობაში მათი ცვლის შეფასებისას აუცილებლად სამი ძირითადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ლურჯი ოკეანის სტრატეგიისთვის საფუძვლის შესაქმნელად ეს ტენდენციები უნდა იყოს შეუქცევადი, მათ უნდა ჰქონდეს თქვენი ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა და მკაფიო ტრაექტორია. ბევრი ტენდენციისთვის თვალყურის დევნება დროის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთში შეიძლება - მაგალითად, დავაკვირდეთ ტექნოლოგიის არაერთგვაროვან განვითარებას, ცხოვრების ახალი სტილის წარმოქმნას, კანონმდებლობასა თუ სოციალურ გარემოში მომხდარ ცვლილებებს. მაგრამ ბიზნესზე გადამწყვეტ ზეგავლენას, როგორც წესი, მხოლოდ ორიოდე ტენდენცია ახდენს ხოლმე. ტენდენციის ბუნების განსაზღვრის შემდეგ შეგიძლიათ ის დროის პრიზმაში გაატაროთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს, როგორი იქნება ბაზარი, თუკი ამ მიმართულებით სვლა ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანს.

მაგალითი - ხვალინდელი დღე

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი