მიზეზები, რომელთა გამოც, ბიზნესმა ან ცალკეულმა პირმა უნდა ისარგებლოს პიარით:

ექიმებს, იურისტებს, სტომატოლოგებს, ქიროპრაქტიკოსებს და სხვა პროფესიის ადამიანებს, პიარის გამოყენებით შეუძლიათ განივითარონ თავიანთი შესაძლებლობები. პრაქტიკულად, პიარი გამოიყენება ყველანაირი პროდუქტისთვის, დაწყებული სამშენებლო ტექნიკიდან და მრეწველობის თუ კვების, ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებით, დაზღვევით, მოგზაურობით, ტურიზმით, უძრავი ქონებითა და ინვესტიციებით დამთავრებული. მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, პიარის შესაძლებლობებმა, ტექნიკის მწარმოებლებს, რომლებიც მუშაობდნენ კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანიებისთვის, ელექტრონული კომერციის ვებგვერდებისთვის, და ამავე დროს იყვნენ მომსახურების მიმწოდებლები, უზარმაზარი სარგებელი მოუტანა.

პიარის შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთია, დაეხმაროს ადამიანს მიზნისკენ სავალ გზაზე, იმის მიხედვით, სად იმყოფება იგი და სად სურს, რომ იყოს.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი