კომპანიებმა, რომლებიც აფართოებენ ხარისხის კომპლექსურად მართვის მცდელობების არეალს, ამ კუთხით ასევე უნდა მოიაზრონ მიწოდების ჯაჭვის მომწოდებლებთან პარტნიორობა. თუკი მიწოდების ჯაჭვის წევრები არ იღებენ ანალოგიურ ვალდებულებას ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით, დაზარალდება ხარისხი, რადგან მომწოდებლებისგან მიღებული მასალები და სერვისები საბოლოო ჯამში ხდება კომპანიის საბოლოო პროდუქტისა და სერვისების შემადგენელი ნაწილი. იმაში დასარწმუნებლად, რომ მომწოდებლებს ნამდვილად აქვთ მიმღებლობა, რომ შეესაბამებოდნენ ხარისხთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მენეჯერებმა უნდა განახორციელონ მათი შედეგების შესრულებაზე მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადადგან ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ.