კომპანიის შიდა კულტურა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც გარე გარემოს მოთხოვნებს ისე, მის სტრატეგიებს. კორპორატიული კულტურა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფასეულობებისა და ღირებულებების ნაკრები, შეთანხმებებისა და ნორმების ერთობლიობა, რომელსაც იზიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი. გამოვყოთ, კორპორატიული კულტურის დონეები: ხილული დონე, რომელიც ჩაცმის მანერას, ქცევის წესებს, ფიზიკურ სიმბოლოებს, ორგანიზაციულ ცერემონიებს, ოფისების განლაგებას მოიცავს. უხილავი დონე, რომელიც გამოიხატება თანამშრომლების სიტყვებში და საქმეებში, ზოგად ფასეულობებში, ფუძემდებლურ ვარაუდებსა და ღრმა რწმენაში. მაგალითად, „Wal-Mart“-ის მაღაზიათა ქსელის ძირითადი კულტურა გულისხმობს მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას, ბრძოლას დანახარჯების შემცირებისთვის, მკაცრ ეთიკურ სტანდარტებს, კომპანიის ხელმძღვანელების მიერ მაღაზიათა ქსელების სავალდებულო შემოვლას, თანამშრომელთა ინიციატივების წახალისებას. „General Electrics“-ის კულტურის განუყოფელი ნაწილი კი დინამიურობის ატმოსფერო და შედეგებზე ორიენტაციაა.

კორპორატიული კულტურის ფორმირება და მასზე ზემოქმედება წარმოადგენს მენეჯერების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას, რადგან ის არის ორგანიზაციის მუშაობის შედეგების განმსაზღვრელი. წარმატებული კომპანიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი კორპორატიული კულტურა. კომპანიის კულტურა აისახება, ასევე, სამუშაო ადგილების განლაგებაზეც: თანამშრომლებს აქვთ საკმარისი ინდივიდუალური სივრცე, ისინი მუშაობენ ნამდვილ კაბინეტებში “ნორმალური” კედლებითა და ფანჯრებით. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 207 ამერიკული კომპანიის მუშაობა და გამოკვეთეს კრიტიკული ურთიერთკავშირი კორპორატიულ კულტურასა და გარე გარემოს შორის. ასე, რომ ჯანსაღი კორპორატიული კულტურა ეხმარება კომპანიას მოახდინოს ადაპტირება გარე გარემოსთან.