სულ რაღაც ათ წელიწადში კომპანია Bloomberg ბიზნესინფორმაციის მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და მოგებიან პროვაიდერად გადაიქცა. მის გამოჩენამდე, გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში, საფინანსო ონლაინინფორმაციის დარგში წამყვანი როლები ეკავათ Reuters-სა და Telerate-ს, რომლებიც ბროკერებსა და საინვესტიციო კომპანიებს რეალურ დროში ატყობინებდნენ ახალ ამბებსა თუ ფასებს. დარგი აქცენტს აკეთებდა მყიდველებზე - IT-მენეჯერებზე, რომლებიც დიდად აფასებდნენ სტანდარტიზებულ სისტემებს, რადგან ამგვარი სისტემები მნიშვნელოვანწილად უადვილებდა მათ ცხოვრებას.

Bloomberg-ს ამგვარი ვითარება არაგონივრულად მოეჩვენა. IT-მენეჯერები კი არა, სწორედ ბირჟის მოვაჭრეები და ანალიტიკოსები შოულობენ ან კარგავენ ყოველდღიურად დამქირავებელთა მილიონებს. მოგების მიღების შესაძლებლობები პირდაპირ კავშირშია მიღებულ ინფორმაციასთან. ბაზრის აქტივობის პერიოდში საბირჟო მაკლერებსა და ანალიტიკოსებს ძალიან სწრაფად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ დროს თითოეული წამი ოქროდ ფასობს.

ამიტომაც Bloomberg-მა ბირჟის მოვაჭრეებისა და ანალიტიკოსებისთვის გაზრდილი ფასეულობის შეთავაზება გადაწყვიტა, და ამ მიზნით შექმნა ადვილად მოსახმარი ტერმინალებითა და კლავიატურებით აღჭურვილი სპეციალური სისტემა, რომლის კლავიშებზეც ფინანსისტებისთვის კარგად ნაცნობი სიმბოლოები იყო დატანილი. გარდა ამისა, სისტემას ჰქონდა ორი ბრტყელი მონიტორი, რომლებზეც დაუყოვნებლივ ისახებოდა ყველა აუცილებელი ინფორმაცია და აუცილებელი აღარ იყო მრავალრიცხოვანი ფანჯრის გახსნა და დახურვა. რადგანაც ბირჟის მოვაჭრე ჯერ აანალიზებს ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებს, Bloomberg-მა სისტემაში ჩადო ანალიტიკური მოწყობილობა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით ირთვებოდა. ადრე ბირჟის მოვაჭრეებსა და ანალიტიკოსებს ჯერ მონაცემები შეჰყავდათ და შემდეგ ფანქრისა და კალკულატორის მეშვეობით ახორციელებდნენ მნიშვნელოვან ფიბაზრის საზღვრების რეკონსტრუქცია ფინანსურ გათვლებს. ახლა კი მომხმარებლებს შეეძლოთ, სწრაფად გაეთამაშებინათ სავარაუდო სცენარები, გამოეთვალათ ინვესტიციების ალტერნატიული ვარიანტებიდან მიღებული შემოსავლები და სწრაფად ჩაეტარებინათ გასული პერიოდების მონაცემთა ლოგისტიკური ანალიზი.

ყურადღების მომხმარებლებზე კონცენტრირებით, Bloomberg-მა, ყველაფერთან ერთად, ბირჟის მოვაჭრეთა და ანალიტიკოსთა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პარადოქსიც შენიშნა. ეს ადამიანები წარმოუდგენლად ბევრ ფულს შოულობდნენ, მაგრამ იმდენს მუშაობდნენ, რომ ნაშოვნი ფულის დახარჯვის დრო თითქმის არ რჩებოდათ. ბირჟებზე დღის განმავლობაში სიმშვიდეც ისადგურებს, როდესაც ყიდვის შესაძლებლობაც ჩართო, რომ ბირჟის მაკლერებისთვის ცხოვრება გაეადვილებინა. ამ სერვისების გამოყენებით ბირჟის მუშაკებს შეეძლოთ სხვადასხვა ნივთის ყიდვა (ყვავილებითა და ტანსაცმლით დაწყებული და საიუველირო ნაწარმით დამთავრებული), შვებულებისთვის მომზადება, ღვინოების შესახებ ინფორმაციის მიღება ან გასაყიდად გამოტანილი უძრავი ქონების სიების დათვალიერება. მყიდველებიდან საბოლოო მომხმარებელზე ფოკუსის გადატანით Bloomberg-მა შექმნა ფასეულობის მრუდი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რაც კი ამ დარგში მანამდე არსებობდა. ბირჟის მოვაჭრეებმა და ანალიტიკოსებმა თავიანთი ძალაუფლების გამოყენება და Bloomberg-ის ტერმინალების საყიდლად IT-მენეჯერების იძულება დაიწყეს.

ლურჯი ოკეანის შექმნის ამგვარი შემთხვევები სხვა დარგებშიც უხვადაა. როცა ეჭვქვეშ დგება ტრადიციული თვალსაზრისი იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს, ან ვინ უნდა იყოს მიზნობრივი მყიდველი, კომპანიას, ხშირ შემთხვევაში, ეძლევა მყიდველისთვის ახალი ფასეულობის შეთავაზების პრინციპულად სხვაგვარი შესაძლებლობა. გაიხსენეთ, როგორ წარმოშვა Canon-ის ასლის გადამღებმა მანქანებმა პატარა სამაგიდო ასლის გადამღები აპარატების მწარმოებელი დარგი და როგორ აქცია ამ დარგის აუდიტორიად არა კორპორაციული შემსყიდველები, არამედ ინდივიდუალური მომხმარებლები. ან როგორ გადაიტანა SAP-მა ბიზნესდანართების მწარმოებელი დარგის ფოკუსი ფუნქციური მომხმარებლებიდან კორპორაციულ მყიდველებზე და როგორ შექმნა ამ გზით ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული ბიზნესი.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი