წარსულის შეცდომები ზოგიერთ პოტენციურ კლიენტს გარკვეულ შიშს აღუძრავს. თუ მათ გამოყენებული აქვთ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების მსგავსი პროდუქტი და სერვისი, გამოარკვიეთ, მიიღეს თუ არა მათგან სარგებელი. თუ ისინი თავს იკავებენ, გიამბონ ყველაფერი, შეიძლება იფიქროთ, რომ მათი წარსული გამოცდილება უარყოფითი იყო და მათ შიშთან გასამკლავებლად უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე მოგიწევდათ მაშინ, საერთოდ რომ არ ჰქონდეთ გამოყენებული თქვენი პროდუქტისა და სერვისის მსგავსი პროდუქტი თუ მომსახურება.

ეცადეთ, შესთავაზოთ კლიენტს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება ნიმუშის ან საცდელი ვერსიის სახით. გააცანით მას თქვენი კმაყოფილი კლიენტები, რომლებიც ობიექტურ რეკომენდაციას გაუწევენ თქვენს შეთავაზებას (წინასწარ შეამოწმეთ, თქვენი ძველი კლიენტები წინააღმდეგი ხომ არ იქნებიან, რომ თქვენი პოტენციური კლიენტები დაუკავშირდნენ).

გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი