სლოგანი არის მცირე ზომის, ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზა, რომელიც გვაწვდის მოკლე ინფორმაციას პროდუქტის, ბრენდისა და ბაზარზე თქვენი პოზიციის შესახებ. ზოგიერთი მარკეტერი სლოგანს იდენტურობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა სხვები საერთოდ არ იყენებენ. სლოგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა სახელი ან ლოგო ნათლად არ გადმოსცემს კომპანიის პოზიციას, ან კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტრონული ფოსტით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ოპერირებენ, სადაც ლოგოს წარდგენა შეუძლებელია.

ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი