„სამართებლისა და სამართებლის პირების“ მოდელი ეყრდნობა მიდგომას, რომლითაც პირველი ერთჯერადი სამართებლები გაიყიდა. 1904 წელს „კინგ კ. ჯილეტმა“ გადაწყვიტა, რომ სამართებლები დიდი ფასდაკლებით გაეყიდა ან სხვა პროდუქტებთან ერთად უფასოდ დაერიგებინა, რათა შემდგომ, მომხმარებლებს სამართებლის ერთჯერადი პირების ყიდვა გაეგრძელებინა. საპარსი პროდუქტების ბრენდებს შორის „ჯილეტი“ დღესაც ყველაზე ცნობილია. ამ მოდელში ყველაზე მნიშვნელოვანია კავშირი იაფ ან უფასო საწყის შეთავაზებასა და დამატებით, ხშირ შემთხვევაში ერთჯერად, ნივთს შორის, რომლითაც კომპანია დიდ მოგებას იღებს. იმისათვის, რომ ეს ნიმუში წარმატებული იყოს, აუცილებელია მომხმარებლების შენარჩუნება. საწყის შეთავაზებასა და დამატებით ნივთს შორის კავშირის გამოყენებით, „ჯილეტმა“ კონკურენტებს თავისი სამართებლებისთვის უფრო იაფი პირების წარმოების საშუალება არ მისცა. დღესდღეობით, სამართებლები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაპატენტებული სამომხმარებლო პროდუქტებია, 1,000-ზე მეტი პატენტით.

ასეთი სტრუქტურა პოპულარულია და ბევრ სექტორში გამოიყენება, მაგალითად - ჭავლური პრინტერების სექტორში. მწარმოებლები, როგორებიც არიან: HP, „ეფსონი“ და „კენონი“, ჩვეულებრივ, პრინტერებს ძალზე დაბალ ფასად ყიდიან, თუმცა შემდგომ კარგ მოგებას იღებენ მელნის კარტრიჯების გაყიდვებიდან.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე