იგი ორიენტირებულია დაადგინოს, შეიქმნა თუ არა პროდუქტი ან შესრულდა თუ არა მომსახურება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. ხარისხის შესაბამისობის შეფასება ხდება პროდუქტის ან მომსახურების/სერვისის შედარებით წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მუდმივად:

  1. განსაზღვროს ხარისხის რომელი პარამეტრებია მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის
  2. შექმნას და განავითაროს პროდუქტი და მომსახურება იმგვარად, რომ აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნილებებს
  3. ჩამოაყალიბოს ისეთი ბიზნეს პროცესები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნება მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებს
  4. დარწმუნდეს, რომ ბიზნეს პროცესები ნამდვილად შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ სპეციფიკაციებს