ხარისხი წარმოადგენს პროდუქტის ან სერვისის იმ მახასიათებელს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მომხმარებლის გამოხატული ან იმპლიციტური მოთხოვნილებები. ხარისხი საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელიც ბევრ ქვეგანზომილებებს მოიცავს შესრულების (რა არის პროდუქტის ან სერვისის საბაზისო ოპერაციული მახასიათებლები), შესაბამისობის (აკმაყოფილებს, თუ არა პროდუქტი ან სერვისი წინასწარ განსაზღვრულ სპეციფიკაციებს) და სანდოობის ხარისხის (იმუშავებს თუ არა პროდუქტი გრძელვადიანად შეფერხების/დამატებითი შეკეთების საჭიროების გარეშე/შეასრულებს) ჩათვლით.