კონკრეტულ ბაზარზე წილის გაფართოების ეფექტური გზა ახალი პროდუქტის წარდგენაა. თუ შარშან მხოლოდ 10 სახეობის პროდუქტი გაყიდეთ და წელს მომხმარებელს 20 სახეობა შესთავაზეთ, შეიძლება, გაყიდვების რაოდენობაც გაორმაგდეს. რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ახალი პროდუქტი თავიდანვე ძველივით კარგად ვერ გაიყიდოს, მაგრამ, თუ შეუპოვრობას გამოიჩენთ, რამდენიმე წლის განმავლობაში გაყიდვის არეალს გააფართოებთ.

როდესაც ახალი პროდუქტის შეთავაზებას აპირებთ, ორი გზა გაქვთ:

ასეა თუ ისე, მომხმარებლის მოზიდვისთვის აუცილებელია, აცნობოთ მას, რომ რაღაც ახალს სთავაზობთ და დაარწმუნოთ, ნახოს პროდუქტი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის თვალსაჩინოდ წარდგენა და კამპანიის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებული შეუპოვრობა ახალი ბაზრის ასათვისებლად. საბაზრო კომუნიკაციების გაძლიერება ახალი ბაზრის წარმატებით გახსნის გასაღებია.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი