დღევანდელ კონკურენტულ გარემოში დაგეგმვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. დაგეგმვა, როგორც მენეჯმენტის პირველი ფუნქცია, გულისხმობს, თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის მიზნები, მისი მიღწევის საშუალებები, რესურსების განაწილება და დროში გაწერა. დაგეგმვის მეშვეობით შესაძლებელი ხდება პასუხი გაეცეს მნიშვნელოვან კითხვებს:

დაგეგმვა ქმნის საფუძველს, რომ მენეჯერმა სწორად განაგრძოს შემდგომი ძირითადი ფუნქციების განხორციელება - ორგანიზება, მართვა და კონტროლი. იგი მოიცავს 2 მნიშვნელოვან ასპექტს: მიზნები და გეგმები.

მიზანი არის სასურველი შედეგი, რომლის მიღებაც სურს ორგანიზაციას. აღნიშნული სასურველი შედეგის მიღწევის სურვილი უძღვის წინ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს და რომლის მიხედვითაც იქმნება კრიტერიუმები შედეგების შესაფასებლად. მიზნებს და გეგმებს ხშირად აღწერენ, როგორც დაგეგმვის მნიშვნელოვან ელემენტებს. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, თუ რა სასურველი შედეგის მიღწევა გსურთ, სანამ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებთ მის მისაღწევად. გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიზნის მიღწევის გზებსა და საჭირო რესურსებს.