ორგანიზაციების უმეტესობა მომხმარებელს სთავაზობს ერთზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას. აქედან გამომდინარე, ისინი ახდენენ ორგანიზაციის ყველა საქმიანობის დაგეგმვას. დაგეგმვის პროცესის უკეთ გასაგებად, საჭიროა დაგეგმვის 3 სახის გაცნობა:

  1. სტრატეგიული დაგეგმვა - ხელმძღვანელობის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა ნაკრები, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზაციის კონკრეტული სტრატეგიების დასამუშავებლად, რათა ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს. სტრატეგიული გეგმა გათვალისწინებულია დროის გრძელვადიან მონაკვეთზე (3-5 წელი). იგი მუშავდება მართვის უმაღლეს დონეზე.
  2. ტაქტიკური დაგეგმვა - მთლიანად ორგანიზაციის და მისი ცალკეული ქვედანაყოფების ოპერატიული გეგმების დეტალური დამუშავებაა. იგი მოიცავს მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, კვლევისა და განვითარების, ფინანსების, ლოგისტიკის და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის დაგეგმარებას. განსხვავებით სტრატეგიული დაგეგმვისგან, ტაქტიკური დაგეგმვა მუშავდება საშუალო დონის მენეჯერების მიერ და მოიცავს დროის შედარებით მოკლე პერიოდს ( 1-2 წლიანი დაგეგმვა).
  3. ოპერაციული დაგეგმვა - ტაქტიკური გეგმების დაკონკრეტებაა. მოიცავს ორგანიზაციის კონკრეტული მიზნების განსაზღვრას. ოპერაციული გეგმები