გლობალური აუთსორსინგი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ორგანიზაცია ყიდულობს რესურსებს სხვა კომპანიებისგან ან თავად აწარმოებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება და გააუმჯობესოს მისი ხარისხი. მაგალითად, კომპანია General Motors-ი ამზადებს საკუთარ ძრავებს ერთ ქვეყანაში, სიჩქარეთა გადართვის სისტემას მეორეში, მუხრუჭებს - მესამეში და ასეულობით მომწოდებლისგან სხვა კომპონენტებს ყიდულობს. ამიტომაც, დღეს სხვადასხვა წარმოების პროდუქციაზე აქტიურად გამოიყენება ტერმინი - „დამზადებულია მსოფლიოში“ (Made in the World).