„-იდეა, რომ გითხრა ხომ არ მომპარავ ? „ - საკმაოდ ხშირი და საკმაოდ ბუნებრივი ფრაზაა იმ ადამიანებისგან ვისაც ბიზნესის იდეა მოუვიდა და ახლა მის განხორციელებას იწყებს, თუმცა პირველ რიგში აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ იდეა მისი განხორციელების გარეშე მთლიანი საქმის 1 %-ია, ვინაიდან უკვე განხორციელებული და შექმნილი პროდუქტები განაპირობებენ სტარტაპის წარმატებას, შესაბამისად თუკი დამფუძნებელს „იდეის მოპარვის“ ეშინია ყველაზე კარგი გამოსავალია მის განხორციელებაზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა და ბაზარზე პირველი შესვლის უპირატესობის მოპოვება.

საბედნიეროდ კიდევ ბევრი კრეატიული გზა არსებობს იდეის დასაცავად და სანამ პატენტის ან საავტორო უფლების საკითხებზე გადავალთ განვიხილოთ ისინი.

გარდა მოცემული იურიდიული ინსტრუმენტებისა იმ შემთხვევაში თუკი დამფუძნებელს უკვე მზა პროდუქტი, გამოგონება აქვს შეუძლია მიმართოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პატენტის, საავტორო უფლების, დიზაინის, სავაჭრო ნიშნის აღება და ამით უფლებების იურიდიულად დადასტურება.