როგორც წესი, ღია ინოვაციასთან „შიგნიდან-გარეთ“ ტიპის მიდგომა, კომპანიის გამოუყენებელ შიდა აქტივებზე, განსაკუთრებით კი პატენტებსა და ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. თუმცა, „გლაქსოსმითკლაინის“ „პატენტების მარაგის“ კვლევის სტრატეგიას ოდნავ განსხვავებული მიზანი აქვს. კომპანიის მიზანია, მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში ხელი შეუწყოს წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ნაკლებად შესწავლილი დაავადებების კვლევას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიამ შექმნა „პატენტების მარაგი“, რომელშიც გაერთიანებულია ნაკლებად შესწავლილი დაავადებებისთვის წამლების შექმნის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. „პატენტების მარაგი” სხვა მკვლევრებისთვისაც ხელმისაწვდომია. იქიდან გამომდინარე, რომ ფარმაცევტული კომპანიები მომგებიანი წამლების შექმნაზე არიან ორიენტირებულნი, ნაკლებად შესწავლილ დაავადებებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება გამოუყენებელი რჩება. „პატენტების მარაგი“ სხვადასხვა მფლობელისგან იღებს ინტელექტუალურ საკუთრებას, რათა ეს უკანასკნელი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე