მას შემდეგ რაც სტარტაპის გუნდი შეიკრიბება, აუცილებელია რამდენიმე საკთხის წინასწარ გათვალისწინება:

მნიშვნელოვანია გუნდის წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული წილის განაწილებაზე - ეს შესაძლებელია შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების, ან წესდების შემუშავებით

  1. მნიშვნელოვანია, გუნდის თითოეული წევრის მიზნების იდენტიფიცირება და საერთო მიზანზე შეჯერება
  2. პირველივე დღიდან გუნდის წევრები უნდა შეთანხმდნენ მუშაობის სტილზე: იქნება ეს დისტანციური თუ ერთდ იმუშავებენ, რამდენ ხანში ერთხელ ექნებათ საერთო შეხვედრები, ვინ რა ფუნქციებს შეასრულებს და რა საკითხზე იქნება პასუხისმგებელი
  3. დავალებების ზედმიწევნით დათქმულ დროში შესრულება

ეს არის ძირითადი საკითხები, რომელთა წინასწარ გათვალისწინება სავარაუდო კონფლიქტების თავიდან არიდების საშუალებაა.

იმისათვის, რომ სტარტაპ გუნდის კოორდინირება და შესასრულებელი სამუშაოების დროის მენეჯმენტი გაკეთდეს, იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებს.

ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ,ბანალური მაგრამ საჭირო Google Calendar - სადაც ასევე შესაძლებელია საქმეების ბოლო ვადების გაწერა და გუნდის წევრებისთვის გაზიარება.

ტექნიკური ინსტრუმენტების ქონა კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტარტაპის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე პროდუქტზე მეტად საკუთარ თავს წარადგენს შესაძლო ინვესტორების ან მომხმარებლების წინაშე, სწორედ ამიტომ გუნდის წევრების საერთო ჩართულობა და საქმისთვის მუშაობა თავისთავად გაცნობიერებულად და ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, ყოველგვარი დაძალების და ერთმანეთთან კონფლიქტის გარეშე.