ინოვაციური ბიზნეს იდეების ამ ჭრილში გაგებისათვის მოდით განვიხილოთ ე.წ. სმარტფონის მაგალითი. თანამედროვე ტელეფონები, იგივე სმარტფონები, ჩვენამდე ძალიან ბევრი და ჭკვიანი ფუნქციონალით მოვიდა. თუმცა, თუ დავაკვირდებით, სმარტფონის ფუნქციების დიდი ნაწილისათვის მანამდე ბევრი სხვა მოწყობილობა არსებობდა. ჩვენ ვიყენებდით ციფრულ ფოტო აპარატს და ვიდეო კამერას მომენტების ციფრულად აღბეჭდისთვის, ვიყენებდით კომპიუტერს ინტერნეტში ჩვენთვის საჭირო ვებ გვერდების სანახავად, ელ. ფოსტის სამართავად და სხვა მრავალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოსაყენებლად, დღემდე ვიყენებთ ტელევიზიას მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების საყურებლად და ა.შ. დღეს, ყველა ეს ფუნქცია ერთიანდება სმარტფონში და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ვიდრე ცალკეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი.