აბა გაიხსენეთ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ?

ან კომპანია, რომელიც გეუბნებათ - იფიქრე განსხვავებულად !

ან კიდევ კარგად დაფიქრდით წითელ ფერზე რომელი კომპანიები გახსენდებათ ?

დიახ, არ შემცდარხართ ვოლვო , „Apple“, წითელზე კი „კოკა-კოლა“, „YouTube“, „მაკდონალდსი“ ან სხვა ყველასთვის ცნობილი კომპანია გაგახსენდათ. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მომხმარებლის გონებაში, არსებობს განსაკუთრებული სიტყვები, ფერები, ლოგოტიპი, პროდუქტის შეფუთვა, რომელიც ამა თუ იმ კომპანიასთან ასოცირდება. ამ მოვლენას „პოზიციონირება“ ჰქვია და ეს არის პოზიცია, რომელიც მოცემულ პროდუქტს უჭირავს მყიდველის გონებაში კონკურენტ პროდუქტებთან მიმართებაში.

როგორც ზემოთ განვიხილეთ, ბიზნეს-მოდელის ტილოს ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი - ფასეული შეთავაზება და მომხმარებელთა სეგმენტებია, მათ შორის თანხვედრა არის ბიზნეს მოდელის გამართული მუშაობის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა.

იმისათვის რომ მოცემული ორი ფაქტორი ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს იყენებენ შეთავაზებული ფასეულობის ტილოს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება:

  1. მომხმარებლის პროფილი
  2. ფასეულობათა რუკა

მომხმარებლის პროფილი მოიცავს შემდეგ 3 კომპონენტს:

მომხმარებლის სამუშაოები

ეს ნაწილი აღწერს იმ რაღაცებს, რის მიღებასაც ცდილობს მომხმარებელი სამსახურში ან თავისუფალ დროს. ესენი შეიძლება იყოს:

მომხმარებლის ტკივილები

შემდგომში აუცილებელია გაანალიზდეს და ჩამოიწეროს ის ტკივილები ან დისკომფორტი რაც აწუხებს სტარტაპის მომხმარებელთა სეგმენტს. მაგ: ნეგატიური ემოციები, არასასურველი ხარჯები და სიტუაციები, რისკები და ა.შ.

მომხმარებლის სარგებელი

მომხმარებლის პროფილის მესამე ნაწილი ასახავს იმ შედეგებსა და მოგებას, რაც სურთ მომხმარებლებს. ზოგი სარგებელი მოთხოვნილია მათ მიერ, ზოგი მოსალოდნელი ან რასაც ისურვებდნენ ისინი, ზოგიც კი სიურპრიზს უკეთებს მათ.