აღმასრულებელი ხელისუფლება მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც ასევე გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. განვიხილოთ ორი კონკრეტული მაგალითი იმ საშუალებების შესახებ, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადმინისტრაციული მართვის პროცესებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

ზოგიერთმა პოლიციურმა განყოფილებამ უკვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება დანაშაულის ტენდენციების წინასწარ განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების გასაუმჯობესებლად. ტექნოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს დანაშაულის პროგნოზირებისა და პრევენციისთვის. უკვე არსებობს ასეთი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ პროგნოზირებას პოტენციურ ადგილებსა და პერიოდის, რომლებშიც უფრო სავარაუდოა, რომ დანაშაული მოხდეს. პროგრამა „პრედპოლ“ აანალიზებს სხვადასხვა სახის დანაშაულს, მათ შორის, ჩადენილ ადგილებში, თარიღებთან და დროსთან ერთად. მას შეეძლება მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს პოლიციელებს, წინასწარი პროგნოზების და დაშვებების საფუძველზე. ხელოვნური ინტელექტის სხვა ფორმა, რომელიც ხელსაყრელი იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის არის ბიომეტრიული სახის ამოცნობის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს შესაბამის ორგანოებს, როგორიცაა სასაზღვრო კონტროლი და კრიმინალების იდენტიფიცირება. იგი ბევრად უფრო ეფექტური გზაა, ვიდრე ტრადიციული პასპორტის მონიტორინგი ან სხვა მექანიკური საშუალებები. აღნიშნულ ტექნოლოგიებს ასევე შეუძლიათ „სკრინინგის“ პროცესების ასევე მნიშვნელოვნად დაჩქარება.

ბიუროკრატიული ეფექტურობა

როგორც ვხედავთ სხვა ინდუსტრიებში, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაზოგონ უამრავი დრო განმეორებადი ამოცანების შესრულების ავტომატიზაციით. მაგალითად, როგორიცაა მონაცემთა შეყვანა და ანალიზი. „დელოიტის“ კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება დაზოგოს ას მილიონ სამუშაო საათზე მეტი, რაც ოთხ მილიარდ დოლარამდე ეკონომიას იძლევა.

მრავალ ქვეყანაში, დოკუმენტაციის წარმოება ქმნის უზარმაზარ გამოწვევებს მთავრობისთვის და ზღუდავს მათ ეფექტურობას. არსებობს მრავალი სხვა პოტენციური სარგებელი, რომელთა აღმოჩენაც მთავრობებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დანერგვით. მთავრობები, რომლებიც სწრაფად ადაპტირებენ და ასწავლიან თავიანთ მოქალაქეებს ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, უზარმაზარ სარგებელს მიიღებენ. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ, როგორიცაა ფინეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, შექმნა კონკრეტული კომიტეტები და კვლევითი ჯგუფები, რომ მიეწოდებინათ რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კონკრეტულ მიმართულებებზე. მთავრობა მოწოდებული უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე და მის სწრაფ განხორციელებაზე.

ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი