თქვენი პრესრელიზის დასათაურებამ და პირველივე აბზაცმა უნდა მიიპყროს რედაქტორის ყურადღება. ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება კონკურენცია გაუწიოთ ასობით სხვა პრესრელიზს, რომელიც რედაქტორის მაგიდაზე აღმოჩნდება.

პრესრელიზის კარგი სათაური მთელ ამბავს აჯამებს და მიუთითებს საინტერესო ამბავზე, ამასთან, რედაქტორის ყურადღებას არც ვულგარულისარეკლამო შინაარსის გამო იპყრობს. გამოიტანეთ ამბავი სათაურშივე, რამდენადაც ამის საშუალება მოგეცემათ. სათაური გაამუქეთ, ის შეიძლება იყოს ერთხაზიანიც და სამხაზიანიც. რაც უფრო კარგ სათაურს შეარჩევთ, მით მეტია შანსი, რომ პრესრელიზს წაიკითხავენ.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი