შესაძლებელია ორგანიზაციის მიზნების უმეტესი ნაწილი კლასიფიცირება, როგორც ფინანსურ და სტრატეგიულ მიზნებად. ფინანსური მიზნები დაკავშირებულია ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობასთან, ხოლო სტრატეგიულ მიზნები უკავშირდება ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სხვა სფეროს.

დასახული მიზნები არის ოფიციალური განცხადებები იმის შესახებ, თუ რას ამბობს ორგანიზაცია და რაში სურს დააჯეროს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

თუმცა, დასახული მიზნები, რომლებიც შესაძლოა აღმოაჩინოთ ორგანიზაციის წესდებაში, ყოველწლიურ ანგარიშში, საზოგადოებასთან ურთიერთობისას მენეჯერების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, ხშირად არის წინააღმდეგობრივი. კანადური კომპანია „EnCana“-ს ხედვაა „იყოს მსოფლიოში მაღალი ხარისხის ნავთობისა და გაზის კომპანია“. მსგავსი განაცხადები ბუნდოვანია და სავარაუდოდ, უფრო წარმოაჩენს მენეჯერების საზოგადოებასთან ურთიერთობების უნარებს, ვიდრე იმ მნიშვნელოვან მინიშნებას, თუ რა სასურველი შედეგის მიღწევა სურს ორგანიზაციას. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომელთა დასახული მიზნები შეუსაბამოა, რასაც აკეთებენ რეალურად.

თუ გსურთ გაიგოთ რა არის რეალური მიზნები, რომლებსაც ორგანიზაცია ნამდვილად ახორციელებს - დააკვირდით რას აკეთებენ ორგანიზაციის თანამშრომლები, რადგანაც ქმედებები განსაზღვრავს პრიორიტეტებს. მაგალითად, უნივერსიტეტებმა შესაძლოა თქვან, რომ მათი მიზანია ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობის შემცირება, ხელშეწყობა სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების და მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, თუმცა, შემდგომ მაინც დიდი ზომის ჯგუფებს ქმნიან. ცოდნა იმისა, რომ დასახული მიზნები რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალური მიზნებისგან გვეხმარება გავაცნობიეროთ მენეჯმენტის შეუსაბამობები.

მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერებმა, ორგანიზაციის მიზნების დასახვის დროს, გაითვალისწინონ შემდეგი ეტაპები: