2012 წელს ფიზიკოსი და მიმომხილველი მარკ ბიუკენენი წერს “პროგნოზს”, წიგნს, რომელიც დეტალურად ხსნის მის დაკვირვებებს ეკონომიკის მოქმედების პრინციპებზე. ეკონომიკურ ზრდასა და ვარდნაზე მოქმედი ცვლადების შეფასებისას მან შენიშნა, რა მნიშვნელობას ანიჭებენ ცენტრალურ ბანკები (და მთავრობა) ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს, სავალუტო კურსსა და მომხმარებლის ნდობას. ის განცვიფრებული იყო იმ ცვლადის არარსებობით, რომელიც წარსული აჟიოტაჟებისა და კატასტროფების დროს ნამდვილად ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორი აღმოჩნდა - ეს ზემოქმედებაა. ეს ვალის არარსებობის ან იმის საზომია, თუ ადამიანები და კომპანიები მომავალი ოპერაციების რა ნაწილს აფინანსებენ ნასესხები ფულით. საზოგადოებამ და კომპანიებმა ყურადღება არ მიაქციეს ამერიკელი ისტორიკოსის, თომას ფულერის ნათქვამს - “ვალი ყველაზე ცუდი სიღარიბეა”.

როდესაც ეკონომიკაში ზემოქმედების მაღალი დონეა, როგორც ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანები დიდი ოდენობით ფულს სესხულობენ, ვალის ოდენობამ შეიძლება მოკლევადიანი აჟიოტაჟი გამოიწვიოს. თუმცა ეს ხშირად შემდგომი კრახის ხარჯზე ხდება.

რისკის გაწევა

2007-08 წლების ფინანსური კრიზისი მეტწილად ზემოქმედების მაღალი კოეფიციენტით იყო განპირობებული. ბევრმა დიდი ოდენობის სესხები და ასპროცენტიანი იპოთეკები აიღო, და ეს ყველაფერი არაადეკვატური შემოსავლის ფონზე. როდესაც ვალები ვერ გადაიხადეს და სახლების ფასები დაეცა, უამრავმა ადამიანმა გამოაცხადა, რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. ერთნაირად მაღალი ზემოქმედების კოეფიციენტის მქონე ბანკები წაბორძიკდნენ, მათი პრობლემები (ასევე ზემოქმედებაზე დაფუძნებული) რთული ფინანსური პროდუქტების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ გააუარესა და ფინანსური სისტემები დაინგრა.

ზემოქმედება ბიზნესებისთვის მსგავს რისკებს ატარებს. სასიკეთო პერიოდში, როდესაც მოთხოვნა იზრდება და მოგების მარჟა მაღალია, მოგების ზრდისთვის აუცილებელი დამატებითი ზრდის დასაფინანსებლად ფულის სესხება მიმზიდველ იდეად ჩანს, მაგრამ ლიდერები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას რისკებს, რომლებიც ფულის სესხებას მოჰყვება. ვალის დაბრუნება არჩევითი არაა (როგორიცაა, მაგალითად, დივიდენდების გადახდა). ზემოქმედების მაღალი კოეფიციენტის მქონე კომპანიები ხშირად აღმოაჩენენ, რომ დიდი ოდენობის ვალების დასაფარად საკმარისი გაყიდვები აღარ აქვთ. ნასესხებმა თანხამ, რომელსაც კომპანია აქამდე მოგებისკენ მიჰყავდა, შესაძლოა, ბიზნესს ნაღდი ფულის მოძრაობაში პრობლემები შეუქმნას.

ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, უმჯობესი იქნება, თუ თანხის სესხებას ბიზნესში ჩადებული მთლიანი გრძელვადიანი კაპიტალის 25, 35%მდე შევზღუდავთ. 50%-ისთვის ოდნავ გადაჭარბებაც კი ჩვეულებრივი კომპანიისთვის მეტისმეტად დიდ რისკად შეიძლება ჩაითვალოს. საბოლოოდ, დირექტორები მაქსიმალური მოგებისთვის კი უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ისინი ასევე მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან ერთად კომპანიის გრძელვადიან სიჯანსაღეზე აგებენ პასუხს.

დიდი წიგნი ბიზნესზე