მოგზაურობა მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი ინდუსტრიაა გლობალური ეკონომიკური წილის თვალსაზრისით. საკმაოდ ბევრი სასტუმრო და ტურისტული ორგანიზაცია უკვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სხვადასხვა სერვისების განხორციელების გეგმებზე. განვიხილოთ რამდენიმე მიმართულება, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი.

სასტუმროს დაჯავშნა ხმის ბრძანებით.

ყოველდღიურად ხმოვანი ბრძანებით ძებნის შესაძლებლობა უფრო მძლავრი და ეფექტური გზა ხდება. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც სასტუმროს მოძიება, ასევე ჯავშანის გაკეთების მომსახურების განხორციელებაც. აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორ იძებნება გუგლის ხმოვანი ბრძანებით თქვენი ბიზნესის სფერო, რაც დაგეხმარებათ მის გამართულ მუშაობაში.

მოგზაურობის სერვისი ჩატბოტით.

ხელოვნური ინტელექტით ასევე შესაძლეებლია ტურისტული კომპანიების მიერ კლიენტებისთვის სხვადასხვა ტურისტული შეთავაზებების როგორც მიწოდება ასევე მისი დაჯავშნის სერვისის უზრუნველყოფაც. ასევე შესაძლებელია კლიენტების კითხებზე პასუხის გაცემა და სხვა მრავალი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.

შემოწმება სახის ამოცნობის გზით.

ბიომეტრიულ ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობა მოგვცა სახის ამოცნობის საშუალებები უფრო ფართედ გამოვიყენოთ სხვადასხვა ბიზნესში. იგი ეხმარება მნიშვნელოვანი დროის დაზოგვაში: აეროპორტებში, სასტუმროებში, კონფერენციებსა და ღონისძიებებში. სახის ამოცნობის ტექნოლოგიები ასევე ამარტივებს კრიმინალების ამოცნობას, რაც თავის მხრივ იწვევს ტურიზმის სფეროში უსაფრთხოებას მართვის გაუმჯობესებას. ავიაკომპანია ფინეარმა, ჰელსინკის აეროპორტში სახის ამოცნობით შემოწმება დაიწყო, რომლის მიზანიცაა კლიენტების ლოდინის დროის შემცირება. სასტუმროებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ მსგავსი საშუალებები მომავალში ოთახის გაღების მექანიკური ტექნოლოგიის შესაცვლელად.

თვითმავალი მანქანები და მობილურობა, როგორც მომსახურება.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალი ქალაქი ადაპტირებული იქნება უფრო მეტი ავტომობილის, ავტობუსის, ტაქსის და სხვა პტრანსპორტის მომსახურებისთვის. თვითმავალი მანქანები ამცირებენ ადამიანის შეცდომების ფაქტორს. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიების რაოდენობას. ასევე, იმის გამო, რომ მრავალი საცობები გამოწვეულია ადამიანის არასათანადო მართვის უნარებით. თვითმავალი მანქანების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს მძიმე სამოძრაო საცობების შემცირებას. მობილურობა, როგორც მომსახურება არის მიმართულება, რომლის მიზანია შეამციროს ავტომობილების მოძრაობა, ტრანსპორტირების სხვა რეჟიმების გამოყენებით. ეს კონცეფციის პოპულარობა ყოველდღე იზრდება და მეტსახელად ტრანსფერის „ნეტფლიქს“ შეარქვეს. აპლიკაცია მოგზაურებს სთავაზობს საუკეთესო ვარიანტებს, როგორც მანქანის მართვის ალტერნატივას, რაც შეიძლება სწრაფად და იოლად შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ალტერნატივები შეიძლება იყოს ნებისმიერი ან კომბინირებული სატრანსპორტო რეჟიმები, მათ შორის, საჯარო, კერძო და ან შესაძლოა ველოსიპედიც კი. ასეთი ფორმის მომსახურება შესაძლებლობას იძლევა უარი თქვან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებზე.

რობოტული საშუალებები.

სასტუმროები, ტურიზმის ოფისები და სხვა მოგზაურობაზე დაფუძნებული ბიზნესები მალე შეძლებენ რობოტების დასაქმებას. იაპონიის ერთ-ერთ სასტუმრო ჰენსს მომსახურების სფეროში საკმაოდ აქტიურად ჩართული ჰყავს რობოტები. აღნიშნული მიმართულებაც განუსაზღვრელ შესაძლებლობას იძლება მაქსიმალურად გამოყენებული იქნას რობოტების შრომა.

განუსაზღვრელია ტექნოლოგიების გამოყენების სფერო ტურიზმში. იგი ასევე ფართოდ დაეხმარება ენების თარგმნის და სხვა ანალოგიური მომსახურებების განვითარებას, რაც კიდე უფრო გაზრდის დაინტერესებას და ახალი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს შეუწყობს ხელს.

ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი