იმ უამრავი ხერხით, ყოველდღიურად მომხმარებლებზე ზემოქმედებს სხვადასხვა სახის რეკლამა, რომლის მიზანია ბრენდის ან პროდუქტის შესახებ ეფექტური გზავნილის მიწოდება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მის მიერ მომხმარებლებზე გავლენის მოხდენის საშუალებები სულ უფრო იკლებს. ბოლო წლების განმავლობაში, მარკეტერებმა და მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა დაიწყეს კლიენტების იდეალური პერსონის მოდელის შექმნა, რომელიც დგება სხვადასხვა მონაცემების ბაზიდან. ამისთვისთვის გამოიყენება „ფეისბუქისა, „გუგლ ანალიტიკსის“ და სხვა დიდი მონაცემების ტექნიკური საშუალებები.

ზოგიერთმა კომპანიამ ასევე დაიწყო გაყიდვების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, „ჰარლი დევიდსონმა გაზარდა თავისი გაყიდვების მაჩვენებელი სამი პროცენტით ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიის გამოყენებით. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს არსებული მომხმარებლების მონაცემებს, მომხმარებლების ურთიერთობის მართვის პრინციპით და ადგენს არსებული კლიენტების წინასწარ შედარებას პოტენციურ კლიენტებთან. არსებული მეთოდი კომპანიის გაყიდვების სპეციალისტებს ეხმარება უფრო ეფექტური გაყიდვების გეგმების ჩამოყალიბებაში და მართვაში.

ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ გამოიკვლია გაყიდვების ტრადიციულ მეთოდებსა და ხელოვნური ინტელექტის გაყიდვებში გამოყენების ეფექტურობას შორის. როგორც კვლევამ აჩვენა მანქანური გზით შედგენილი მყიდველების იდეალური პროფილები, გაცილებით ზუსტი მონაცემია, ვიდრე გაყიდვების პერსონალის მიერ ჩამოყალიბებული სუბიექტური შეხედულებები. ხელოვნური ინტელექტის მონაცემზე დაფუძნებული მოდელი კი გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ადამიანის საკუთარი შეხედულებებით მართვა.

”ჰარლი დევიდსონის“ მაგალითი, სხვა კომპანიებთან ერთად, რომლებიც იყენებენ მსგავს რესურსებს, ცხადყოფს, თუ როგორ განხორციელდება მომავალში გაყიდვები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი