ფინანსებს ყოველთვის აღიქვამდნენ ორი განსხვავებული ფუნქციის მქონედ: მომხდარის დამფიქსირებელ (ფინანსური აღრიცხვა) და კომპანიისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში დამხმარედ (მმართველობითი აღრიცხვა). დღეს ფინანსებმა მესამე ფუნქცია შეიძინა: ფინანსური სტრატეგია, რაც გულისხმობს რისკის შეფასებასაც და რამდენიმე კომპანია (განსაკუთრებით, ბანკები) დარწმუნდა, რომ ის, წესით, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში ბევრად დიდ როლს უნდა თამაშობდეს.

ფინანსური სტრატეგიის გაგების საფუძველი ზემოქმედებისა და გადაჭარბებული რისკის კონცეფციებია. „ზემოქმედება“ არის იმის საზომი, თუ რამდენად არის ბიზნესი სესხებზე დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ზემოქმედება, მით დაბალია რისკის დონე. ზოგჯერ კომპანიის დირექტორებზე ზეწოლაა მოგების შთამბეჭდავად ზრდის გამო და ამის მისაღწევი ერთი მარტივი გზა ფულის სესხება და ბიზნესის ყველაზე მომგებიან ნაწილებში დაბანდებაა. თუმცა, თუ ეკონომიკამ ვარდნა დაიწყო და რეცესიისკენ წავიდა, დიდი კრედიტები მძიმე ტვირთად გადაიქცევა ხოლმე. ზემოქმედება მომწამლავი ხდება.

ზემოქმედების შედეგად არსებული რისკის დონე უარესდება, როდესაც ბიზნესები ბალანსგარეშე დაფინანსებას იყენებენ (დაფინანსება, რომელიც არ ჩნდება კომპანიის ბალანსის უწყისში იმიტომ, რომ ფულად ვალდებულებებს ასე მკაცრადაც არ მიეკუთვნება), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ აღრიცხავენ ზარალიან ინვესტიციებს კომპანიის ბალანსის უწყისში და ამგვარად ჩანს, რომ მოგებას ზრდიან. ამას კი მივყავართ თანამედროვე ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვამდე: ვინ აგებს პასუხს რისკებზე? ტრადიციულად იგულისხმებოდა, რომ რისკს აქციონერები (დაინტერესებული მხარე) სწევდნენ, რადგან ბიზნესი ერთობლივად სწორედ მათ ეკუთვნით. თუმცა ევროპასა და განსაკუთრებით აშშ-ში მეწარმეობის წახალისების სურვილმა შეღავათიანი წესების შექმნა განაპირობა, რამაც ბიზნესის მფლობელების მიერ რისკის გაწევის ხარისხი შეამცირა. 2008 წლიდან ბევრი ბიზნესის კრახი მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და მომწოდებლებს უფრო ძვირად დაუჯდათ, ვიდრე ბიზნესის მფლობელებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარუმატებელი ორგანიზაცია ბანკი აღმოჩნდებოდა. ზოგი ფინანსური მიმომხილველის აზრით, ბალანსი ტრადიციიდან მეტისმეტად შორს გადაიხარა.

დიდი წიგნი ბიზნესზე