ამ კატეგორიის განხილვისათვის არ წავალთ შორს სმარტფონებისაგან. დავუკვირდეთ, როგორი იყო პირველი ტელეფონი, რომელიც შოტლანდიელმა მეცნიერმა, გრეჰემ ბელმა, 1885 წელს გამოიგონა. თავდაპირველად არსებობდა ტელეფონი, რომელიც ხმოვან სიგნალს სადენებით გადასცემდა. შემდეგ მეცნიერთა მთავარი ამოცანა სიგნალის უსადენოდ გადაცემას წარმოადგენდა. დღეს კი სმარტფონები ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული. ტელეფონი სმარტფონამდე სწორედ ეტაპობრივი გაუმჯობესებების და ინოვაციების შედეგად მოვიდა