პროექტის რეზიუმე

დაწერეთ თქვენი ბიზნეს გეგმის რეზიუმე. ეს რეზიუმე ერთ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რა არის თქვენს ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილი.

იყავით ლაკონური და ზუსტი, მაგრამ ამავდროულად იყავით რეალისტური და არ დაგავიწყდეთ თქვენი გეგმის ძლიერი მხარეების ხსენება. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმ ორგანიზაციებისა ან/და პირების ხსენება, რომლებიც გეგმის განვითარებაში დაგეხმარათ. ისინი ბიზნესის განვითარების შემდგომ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანნი აღმოჩნდნენ!

  1. ბიზნესი

1.1. ბიზნეს მოდელი

წარმოადგინეთ კომპანიის ბიზნეს მოდელის მოკლე აღწერა: რა იდეა გაქვთ? როგორ გეგმავთ ფულის შოვნას?

1.2. პროდუქცია/ სერვისი

წარადგინეთ თქვენი პროდუქცია/სერვისი, როგორ მუშაობს ის და რატომ იყიდის მას მომხმარებელი. აღწერეთ ის ღირებულება, რომელსაც ის შექმნის კლიენტისა და ბაზრისთვის.

1.3 ბაზრის სტრუქტურა და ანალიზი

1.3.1 მიზნობრივი ბაზარი და მომხმარებლის ბაზა

დააკონკრეტეთ თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი/კლიენტი და რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული ბაზარი. აღწერეთ თქვენი (პოტენციური) მომხმარებლის ბაზა და მათი მოთხოვნები. რატომ შეარჩიეთ ეს ჯგუფი/ჯგუფები?

1.3.2 ბაზრის ზომა და პოტენციალი

აღწერეთ ბაზრის ზომა (მაგალითად, არის თუ არა ის მზარდი ბაზარი, არის თუ არა სტაბილური თუ შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.). დაასახელეთ თქვენი მომხმარებლები/კლიენტები ან კლიენტთა ტიპები და შეაფასეთ მათი შეკვეთების ღირებულება და როდის გააკეთებენ ამ შეკვეთებს. ასევე ისაუბრეთ იმ ტენდენციებზე, რომელსაც მიზნობრივ ბაზარზე მომდევნო სამი წლის მანძილზე ელოდებით.

1.3.3 კონკურენტების ანალიზი

ვინ არის მთავარი მოთამაშე (კონკურენტი, მომწოდებელი, სხვა კომპანიები და ა.შ) თქვენს მიზნობრივ ბაზარზე? თქვენს მიზნობრივ ბაზარზე არის თუ არა სხვა კომპანია, რომელიც მსგავს მომსახურებას/საქონელს სთავაზობს? თქვენს მიერ არჩეულ ბაზარზე არის სხვა რომელიმე კომპანია, რომელიც დამატებითი მომსახურებით/ საქონლითაა წარმოდგენილი? ეს მოთამაშეები წარმატებულები არიან? თუ კი, რატომ და რა არის მათი საბაზრო წილი? თქვენი მიზნობრივი ბაზარი კვლავ ფართოდ ღიაა თუ მასზე შესვლა ძნელია და რატომ? სად მდებარეობენ ეს კონკურენტები? რა ფასში სთავაზობენ ისინი თავიანთ მომსახურებას/საქონელს?

1.3.4 კონკურენტული უპირატესობა

რა არის თქვენი საქონლის/ მომსახურების უნიკალური კომერციული მახასიათებელი;

როგორ გაართმევთ თავს პოტენციური კონკურენტების რისკს? (სამართლებრივად)

როგორ დაიცავთ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას?