გამგზავნის მისამართი

თუკი გამგზავნის მისამართი თქვენს პერსონალურ ფურცელზე არ წერია, მაშინ ის სამოტივაციო წერილის თავში იწერება. შეგიძლიათ განათავსოთ მარცხნივ, ცენტრში ან მარჯვნივ.

თარიღი

თარიღი შეგიძლიათ დაწეროთ გამგზავნის მისამართის ქვემოთ ან ვინაობისა და მისამართის სექციის ზემოთ.

ადრესატის ვინაობა და მისამართი

საქმიანი წერილების სტანდარტის მიხედვით, ადრესატის მისამართს წერთ მისალმებამდე შემდეგი თანამიმდევრობით:

პირველი ხაზი: ადრესატის სახელი (თუ თქვენთვის ცნობილია)

მეორე ხაზი: ადრესატის თანამდებობა (თუ თქვენთვის ცნობილია)

მესამე ხაზი: განყოფილება (დაწერეთ, თუ ადრესატის თანამდებობა არ იცით)

მეოთხე ხაზი: კომპანიის სახელი

მეხუთე ხაზი: ქუჩის დასახელება და მისამართი

მეექვსე ხაზი: ქალაქი, შტატი/ქვეყანა და საფოსტო ინდექსი

მაგალითები:

ბატონი რობერტ ჩეისი მარკეტინგის უფროსი

ფოქს ენდ ჰაუნდ

თრის ქუჩა125

ედგარტაუნი, ტენესის შტატი 84983

მისალმება

მისალმებასთან დაკავშირებული მთავარი შეკითხვაა, ადრესატს სახელით უნდა მიმართოთ, თუ გვარით და უნდა უძღოდეს თუ არა მას წინ ბატონო/ქალბატონო. ჩვენი რჩევაა, ადრესატს სახელით მხოლოდ მაშინ მიმართოთ, თუ მას პირადად იცნობთ. სხვა შემთხვევებში კი მისალმება ასე უნდა გამოიყურებოდეს: