როდესაც კომპანიას უჭირს, ხელმძღვანელებს ინვესტიციებისა და დივიდენდების თაობაზე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. როგორც წესი, ხელმძღვანელებს უკვე აქვთ წინასწარგანსაზღვრული პოლიტიკა – შესაძლოა, გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი მოგების ნახევარი აქციონერებზე დივიდენდების სახით გადანაწილდეს, ხოლო მეორე ნახევარი დარჩეს მომავალ ზრდაში ინვესტირებისთვის. რეცესიის დროს უფრო გონივრულია ბიზნესში მეტი ნაღდი ფული ტრიალებდეს, ამიტომ დირექტორებმა, შესაძლოა, დივიდენდების შეკვეცა გადაწყვიტონ. თუ ბიზნესი ინვესტიციების გეგმასაც შეამცირებს, მიმდინარე ანგარიშზე შეიძლება მეტი ნაღდი ფული დარჩეს, რაც რთული სავაჭრო პირობების დროს ბიზნესს მეტ ლიკვიდურობას მისცემს.

მაინც ვინ არის პასუხისმგებელი პირი, როდესაც რამე არასწორად წავა? და ვინ მოიწვევს სტრატეგიის შეცვლის განსახილველად კრებას? როდესაც რამე არასწორად წავა, მეტისმეტად პასიურმა ხელმძღვანელებმა შეიძლება ვერ მოახერხონ აღმასრულებელ დირექტორზე პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება. ყურადღება - ყურადღებიანმა ხელმძღვანელებმა უნდა შენიშნონ, როდის არის თანამშრომლების ჯილდოები იმდენად მაღალი, რომ ეს ბიზნესის მიერ აქციონერებისთვის მიღებულ მოგებას და მომავალ ფინანსურ სიჯანსაღეს ემუქრება. „მოგება პრივილეგიებზე წინ“ - ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება.

კარგი მართვისთვის ბრბოს იგნორირებისთვის მზად უნდა იყო. მაგალითად, თუ აშშ-ში არსებული ყველა ბანკი სამხრეთ ამერიკაში გაფართოებას გადაწყვეტდა, ჭკვიანი კორეული ბანკი მიბაძვაზე უარს იტყოდა. თუმცა პრაქტიკაში ძნელია ამის გაკეთება. ხელმძღვანელები ერთმანეთს ერთსა და იმავე კლუბებში, კონფერენციებზე ხვდებიან და, სავარაუდოდ, ერთ „ჯოგს“ განეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, ინვესტიციების ამერიკელი გურუ, უორენ ბაფეტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ინვესტორებს შორის სწორედ ამ „ჯოგის“ ინსტინქტის იგნორირებით გახდა.

დიდი წიგნი ბიზნესზე