დაგეგმვა მენეჯერები აყალიბებენ მიზნებს, შეიმუშავებენ ამ მიზნების მისაღწევად გამოსაყენებელ სტრატეგიებს და გეგმას საქმიანობის კონტროლისა და კოორდინაციისთვის.

ორგანიზება მენეჯერები ახდენენ პროცესების ორგანიზებას, განსაზღვრავენ, რა ამოცანები უნდა იქნას შესრულებული, ვინ უნდა იყოს საქმიანობის შესრულებაზე პასუხისმგებელი, ვინ უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები გარკვეული სიტუაციების დროს.

ლიდერობა მენეჯერები ეხმარებიან მათზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს კონფლიქტების მოგვარებაში, ცდილობენ შეარჩიონ რაც შეიძლება ეფექტური საკომუნიკაციო არხები, გაუმკლავდნენ თანამშრომლების ქცევის საკითხებს.

კონტროლი მენეჯმენტის ბოლო ფუნქციას წარმოადგენს მართვა და კონტროლი. როდესაც ორგანიზაციული მიზნები დასახულია, ხდება დავალებების სტრუქტურული შეთანხმება, კადრების დაქირავება, დატრენინგება, მოტივირება. შემდგომ მენეჯერები ახდენენ მათი საქმიანობის მონიტორინგს.