რობოტებს დისციპლინა „რობოტიკა“ შეისწავლის, რომელიც ყველაზე ზედაპირული კლასიფიკაციით რობოტებს სამ ჯგუფად ჰყოფს: მართულ, ნახევრადმართულ და ავტონომიურ რობოტებად. მართული რობოტები შედარებით მარტივ „ტვინს“ ფლობენ, რომელმაც დაშორებული მართვის პულტიდან მიღებულ სიგნალებზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ყველაზე ეპატაჟური დიზაინის და ფუნქციონალის მქონე მართული რობოტები მეომარი რობოტებია, რომლებიც, მაგალითად, ტელეარხ „დისქავერიზე“ მიმდინარე BattleBots-ტელეშოუში ომობენ და თაყვანისმცემელთა მილიონიანი არმია ჰყავთ.

ნახევრადმართული და ავტონომიური რობოტების „ტვინი“ ბევრად უფრო რთულად არის მოწყობილი და ხელოვნურ ინტელექტსაც შეიცავს, რომლის გამოყენებაც რობოტებს უამრავი განსხვავებული ამოცანის შესასრულებლად უწევთ.

რობოტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფორმაციული საცავი ხელმისაწვდომია ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტთა უდიდესი გაერთიანების - ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის (IEEE - Institute of Electrical and Electronics Engineers) ეგიდით შექმნილ ვებგვერდზე[1], სადაც ასობით ისტორიული და თანამედროვე რობოტის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება. მაგალითად, ბაზაში ინახება ცნობები გასული საუკუნის 90-იან წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) შექმნილ ერთ-ერთ პირველ რობოტ-ჰუმანოიდზე Kismet.

ავტონომიური რობოტების კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი ტიპის რობოტები არსებობს[2]:

რობოტიკის კიდევ ერთ საინტერესო მიმართულებას „გუნდური რობოტიკა“ (Swarm Robotics) წარმოადგენს, რომელიც რობოტების ერთიანი მოქმედების პრობლემებს შეისწავლის. მრავალრიცხოვანი მაგალითები ადასტურებს, რომ აღნიშნული მიმართულებითაც უკვე სერიოზული ტექნოლოგიური პროგრესია მიღწეული