როგორც ვიცით, ოპერაციები და მიწოდების ჯაჭვი ეხმარება კომპანიებს, შექმნან და მიაწოდონ მომხმარებელს ისეთი მომსახურება და პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის ღირებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ რა არის ღირებულება.

როგორც წესი, მომხმარებელი პროდუქტსა და მომსახურებას რამდენიმე საზომით ზომავს. ესენია ხარისხი, მიწოდების სიჩქარე, შემდგომი მხარდაჭერა/გარანტია და ფასი. ორგანიზაცია, რომელიც ახერხებს რომ ქონდეს ამ ოთხი საზომის საუკეთესო კომბინაცია, ქმნის მაღალ ღირებულებას მომხმარებლისთვის.

მომხმარებლის ღირებულების გასაზომად გამოიყენება ღირებულების ინდექსი. ღირებულების ინდექსი ზომავს პროდუქტის და/ან მომსახურების შესრულების ხარისხსა და მნიშვნელოვნების ქულებს სხვადასხვა საზომებზე დაყრდნობით, იმისათვის რომ გამოიანგარიშოს ღირებულების საერთო ქულა, ანუ ამ პროდუქტისა და/ან მომსახურების ღირებულება მომხმარებლისთვის.