რეკლამა არ უნდა იყოს ზოგადი. მხოლოდ თქვენი ბრენდის სახელის, ადგილმდებარეობისა და პროდუქტის ყველა იმ საოცარი თვისების ხსენება, რასაც ყიდით, საკმარისი არ არის. მომხმარებელს უნდა დაუსახელოთ ერთი ან, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც თქვენს მაღაზიაში მოსვლა უღირს. ამის მისაღწევად კი საჭიროა, ჯერ თქვენი განსაკუთრებულად ძლიერი მხარეები განსაზღვროთ და შემდგომ, მთელი ბრენდის რეკლამირების განმავლობაში, მათზე ყურადღება გაამახვილოთ. ამ პროცესს მესიჯის პოზიციონირება ეწოდება.

რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი