პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრისთვის ნეიტრალური ან სასიამოვნო ადგილის მოძებნა შეიძლება გაყიდვების ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდეს. თქვენი კლიენტების ადათ-წესების ცოდნას ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სანამ მათთან შესახვედრად მიხვალთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ არ დაუშვებთ ეტიკეტთან, მანერებთან ან ქცევასთან დაკავშირებულ უხეშ შეცდომებსროდესაც შეხვედრა გაქვთ დანიშნული, დააზუსტეთ ყველა დეტალი და შეასრულეთ თქვენი საშინაო დავალება, თუ რა უნდა ჩაიცვათ, რა უნდა წაიღოთ თან და როგორ უნდა წარმართოთ პრეზენტაცია. ყოველთვის იყავით პუნქტუალური, მაგრამ სხვა ადამიანისგან ამას ნუ ელით. ბევრ კულტურაში ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრო. დააფასეთ დრო, რომელსაც გითმობთ თქვენი კლიენტი, მაგრამ თავად ნუ დაითვლით წუთებს.

გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი