პროექტთან დაკავშირებით არსებული ტერმინების თანახმად, უფლება გულისხმობს იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, რომლებსაც სხვები ასრულებენ, მათ შორის არის ისეთ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა პროექტის რესურსების გამოყენება, საჭირო სახსრების გაზრდა ან პროექტთან დაკავშირებული რაიმე საკითხის დამტკიცება.

  1. განსაზღვრეთ პროექტთან დაკავშირებულ პირთა მიერ შესასრულებელი სამუშაო და მათ შესასრულებლად საჭირო გადაწყვეტილებები. განსაზღვრეთ პროექტთან დაკავშირებული თითოეული პირის მიერ მიღებული დავალება და მათი როლი ამ დავალების შესრულების პროცესში. მაგალითად, გაარკვიეთ, არის თუ არა კონკრეტული პირი მხოლოდ მიღებული დავალების შემსრულებელი, თუ მისი პასუხისმგებლობაა ასევე ამ დავალების შესასრულებლად საჭირო განრიგის, რესურსებისა და მიდგომების დამტკიცება.
  2. გამოჰკითხეთ პროექტთან დაკავშირებულ პირებს იმ ძალაუფლების შესახებ, რაც აუცილებელია პროექტის ფარგლებში მათი დავალების შესასრულებლად.

გამოიკითხეთ მხოლოდ კონკრეტული დავალება და არა ამ დავალებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მაგალითად, პირმა გარკვევით იცის თავისი უფლება, განახორციელოს შესყიდვები 5.000 დოლარის ფარგლებში, მაგრამ ნაკლებად არის დარწმუნებული იმაში, აქვს თუ არა უფლება, დაამტკიცოს და განახორციელოს ყველა აღჭურვილობის შესყიდვები, რაოდენობისა თუ სახეობის მიუხედავად.

გაარკვიეთ პროექტთან დაკავშირებულ პირთა უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მისაღებად სხვისი დასტურია საჭირო, გაიგეთ, ვინ არის ის (საკითხის გასარკვევად დასვით შეკითხვები, არასდროს დაეყრდნოთ საკუთარ ვარაუდსა და მოსაზრებებს).

  1. გაარკვიეთ, თუ რამდენად ფლობენ პროექტთან დაკავშირებული პირები ინფორმაციას თავიანთი უფლებების შესახებ. გაარკვიეთ, აქვთ თუ არა წერილობითი ფორმით თავიანთი ძალაუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, არიან თუ არა ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერად ინფორმირებულნი თავიანთი უფლებების შესახებ თუ ინფორმაცია კონკრეტული პირის უფლებების შესახებ მხოლოდ საკუთარი ვარაუდია? იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი არ ფლობს თავისი უფლებების დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს, მოუწოდეთ მას, მოიპოვოს აღნიშნული საბუთი.
  2. შეამოწმეთ პროექტთან დაკავშირებულ თითოეული პირის მიერ თავისი უფლებების გამოყენების შემთხვევები. გიმუშავიათ თუ არა თქვენ ან თქვენს ნაცნობებს კონკრეტულ პირთან წარსულში? აჭარბებდა თუ არა ის მინიჭებულ ძალაუფლებას? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მიიღეთ გარანტიები მისგან, რომ მსგავსად აღარ მოიქცევა.

პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი