ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის სტრატეგია არის ფუნქციური სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ იმართება ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტები ბიზნეს სტრატეგიის შესასრულებლად.

ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიების წარმატებით განსახორციელებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი შემადგენელი სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტების სწორად შერჩევა და დანერგვა.

ბიზნესისა და აკადემიურ წრეებში მუდმივად მიმდინარეობს დებატები იმასთან დაკავშირებით თუ სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტების რომელი კომბინაციაა უფრო გამართლებული. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის სამი ძირითადი მიზნის განსაზღვრა. ესენია:

  1. დავეხმაროთ მენეჯმენტს იმ სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტების სწორად შერჩევაში, რომელიც დაფუძნებული იქნება მომხმარებლის მიერ აღიარებულ ღირებულებებზე.
  2. დავრწმუნდეთ, რომ კომპანიის სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტების არჩევანი სტრატეგიულად შეესაბამება კომპანიის ბიზნეს სტრატეგიას.
  3. მხარი დავუჭიროთ კომპანიის ოპერაციებსა და მიწოდების ჯაჭვში ორგანიზაციის ძირითადი კომპეტენციების განვითარებას.

სწორედ ამ სამ მიზანზეა დაფუძნებული მთელი რიგი კონცეფციები, როგორიცაა კონკურენტული უპირატესობა, მომხმარებლის ღირებულებები, Trade Offs, სტრატეგიების შესაბამისობა და ოპერაციებსა და მიწოდების ჯაჭვში ძირითადი კომპეტენციების განვითარება.