ბაზრის გაფართოება მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა. იგი გულისხმობს პროდუქტის მიყიდვას მომხმარებლების ახალი ჯგუფებისთვის. თუ წინა წელთან შედარებით მეტი პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება მოახერხეთ, მაშინ, ცხადია, შედარებით მეტი პროდუქტის გაყიდვასაც შეძლებთ.

ბაზრის (და ბიზნესის) გაფართოების ორი ეფექტური გზა არსებობს: ბაზარზე მეტი პროდუქტის გატანა, რომლითაც მრავალ ახალ სამომხმარებლო ბაზრამდე მიღწევას შეძლებთ, და თქვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტის უპირატესობის გამოყენება, რაც სხვა პროდუქტის გაყიდვის საშუალებას მოგცემთ მაშინ, როდესაც მომხმარებლები ბესტსელერის შესაძენად მოვლენ.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი