1. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სამუშაო გარემო მნიშვნელოვანია, პროექტის წარმატებისთვის პროექტის მენეჯერმა ხშირ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც პერსონალის გარკვეული ნაწილი შეიძლება არ ეთანხმებოდეს.
  2. პროექტის მენეჯერთა უმეტესი ნაწილი აღწევს პროექტის მენეჯერის პოზიციას სწორედ იმით, რომ ძლიერია ტექნიკური ხასიათის დავალებების შესრულებაში. თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტის მენეჯერი გახდებით, უნდა გაამხნევოთ პროექტის სხვა მონაწილეები, შეასრულონ ტექნიკური ხასიათის დავალება, ნაცვლად იმისა, თავად განახორციელოთ ყველა აღნიშნული სახის სამუშაო.
  3. საკუთარი თავის რწმენა მნიშვნელოვანია. თუმცა პროექტის მენეჯერის საქმეა, დაეხმაროს სხვებს განვითარდნენ ისე, რომ შეძლონ მიღებული დავალებების უმაღლეს დონეზე შესრულება.
  4. პროექტის მენეჯერი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მოულოდნელი პრობლემები და სიტუაციები დაგეგმვისა და დროული კონტროლის გზით. თუმცა, როცა პრობლემები მაინც ჩნდება, პროექტის მენეჯერმა უნდა მოახერხოს მათი სათანადოდ მოგვარება პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით.
  5. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მენეჯერი შეიძლება პროექტს იდეებით დაეხმაროს, მისი პირველადი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ გუნდის ყველა წევრი სწორად ჩასწვდეს უკვე შექმნილ იდეას.
  6. პროექტის მენეჯერის საქმეა, უზრუნველყოს პროექტი ძლიერი თავით სი- ტუაციის შესაფასებლად, საუკეთესო ქმედების ასარჩევად და იმისთვის, რომ გაამხნევოს ყველა მონაწილე, თავიანთი წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილების განხორციელებაში.
  7. თავდაჯერებულობა და თვითმოტივაცია პროექტის მენეჯერის მნიშვნელოვანი თვისებებია. თუმცა პროექტის მენეჯერის წარმატების გასაღები ტექნიკური პერსონალის განსხვავებულ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა.
  8. შეიძლება თვლიდეთ, რომ თანამშრომლის თავდადების პატივისცემა პროფესიული საქციელის ფუნდამენტური ელემენტია. თუმცა პროექტის მენეჯერი უნდა უზრუნველყოფდეს ორივეს, პერსონალის ყურადღების შენარჩუნებასა და სხვებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნას.
  9. თვითმოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ პროექტის მენეჯერის ვალია, მიღებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებით ამხნევებდეს და ინარჩუნებდეს პერსონალის მოტივაციას.
  10. პროექტის მენეჯერს ურთიერთობა უწევს ნებისმიერი საფეხურის წარმომადგენელთან, ვინც პროექტთან დაკავშირებულ სამუშაოს ახორციელებს, დაწყებული ზედა რგოლის მენეჯმენტით და დამთავრებული დამხმარე პერსონალით.

პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი